ირაკლი ჯორბენაძე: ყველა არჩევნებზე ჩვენი პროცენტები იზრდება, ამიტომ ახლა გამარჯვების რეალური შანსი გვაქვს

19 მაისს ხულოს შუალედურ არჩევნებში მერობისთვის სულ 14 კანდიდატი იბრძოლებს. აჭარის რეგიონში ხულო ერთადერთი მუნიციპალიტეტია სადაც შუალედური არჩევნები გაიმართება.

14 კანდიატს შორის ერთ-ერთი ირაკლი ჯორბენაძეა, რომელიც ამჟამად ხულოს საკრებულოს მოქმედი დეპუტატია. ჯორბენაძე წინა მოწვევის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო, აგრეთვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი.

ირაკლი ჯორბენაძეს მერობისთვის ბრძოლაში მხარი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაუჭირა. როგორც კანდიდატი “აიპრესთან” ინტერვიუში ამბობს მისი მთავარი დაპირება სოციალური ფონის გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნაა.

სამომავლო გეგმებზე, არჩევნების შედეგების მოლოდინზე და ხულოში განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე “აიპრესი” ირაკლი ჯორბენაძეს პირადად ესაუბრა.

რა არის თქვენი მთავარი მესიჯი რითიც ამომრჩეველის მხარდაჭერას ელოდებით?

პირველი და მყისიერი, უნდა დავიწყოთ ახალი სამუშაოების შექმნა, ჩვენ გვაქვს გეგმაში წელსვე შეიქმნას ათასი ახალი სამუშაო ადგილი, ამის რესურსი ხულოს მუნიციპალიტეტს გააჩნია, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მილიონ 500 ათასილარის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი ბიუჯეტის იმ მუხლებიდან რომელიც აფსოლიტურად არ ჭირდება ხულოს მუნიციპალიტეტს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვისაც უჭირთ, მათ საერთოდ არ აინტერესებთ რამდენ ბენზინს ჩაასხამს ხულოს მერი თვეში. ამიტომ მაქსილამურად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის ფუფუნების საგნებში გადაყრილი თანხები შევამციროთ და ამავდროუად გავზარდოთ აიპებში დასაქმებულთა ხელფასები.

რამდენად რეალურია თვითმმარათველობის ბიუჯეტით ადმინისტრაციული ერთეულებში საწარმოების გახსნა? ხომ არ აღმოჩნდებს ეს პროგრამა ფინანსური დილემების წინაშე?

გეთანხმებით, ნამდვილად არაა ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამისათვის საკმარისი, თუმცა ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს აჭარის მთავრობასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობა და მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენ გვექნება მოთხოვნებიც, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ მათ.

ტურიზმის განვითარებაც გაქვთ პროგრამაში და როგორ ფიქრობთ ხომ არ იქნება დამატებითი რესურსუს ხარჯვა ეს ხომ ტურიზმის დეპარტამენტის პრეროგატივაა?

ტურიზმის განვითარება ხულოსათვის არის მნიშვნელოვანი და არაფერი ხელს არ უშლის თვითმმართველობას, რომ ამ მიმართულებით ხარჯი გასწიოს.

სოციალური დახმარებებუს დანიშვნას როგორ აპირებთ?

ჩვენ 2012 წლამდე სოციალური დახმარების მიმართულებით ვთანამშრომლობდით სოციალური სუფსიდიების სააგენტოსთან, ანუ სოციალური სუფსიიების სააგენტო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლად დასაქმებული სპეციალისტების აზრი , ამიტომ ეს უნდა აღდგეს, სოფელსი ვის უჭირს ყველაზე მეტად ეს იცის ადგილზე სოფლის წარმომადგენელმა.

როგორ ფიქრობთ მეორედ იღებთ მონაწილეობას მერის არჩევნებში ერთხელ უკვე მმართველ ძალასთან დამარცხდით წელიწადნახევარში გაიზარდა თქვენი ავტორიტეტი?

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ძალიან დაბალი მხარდაჭერა გვქონდა საზოგადოების, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ცოტა მოვიმატეთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო მოვიმატეთ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მართლა გასაოცარი შედეგი ვაჩვენეთ და კიდევ უფრო მოვიმატეთ. საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს ხულოში და საქართველოს მოსახლეობის „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც დაადასტურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა როცა ჩვენ ყველა დიდი ქალაქში აბსოლიტურად დამაჯერებლად მოვუგეთ. ხულოს მაგალითზე კი შემიძლია გითხრათ, რომ 43% არაა დაბალი შედეგი ხულოს სინამდვილეში . ჩვენ ეხლაც შეხვედრების დროს ვგრძნობ ხულოელი ხალხის მხარდაჭერას.

სააკაშვილის განცხადება თუ მიგაჩნიათ დისკრინაციულად და სიძულვილის ენის პროპაგანდად?

აბსოლიტურად ვეთანხმები მე მიხეილ სააკაშვილს, მის განცხადებაში ის ხაზს უსვამს იმ ნეპოტზმს რომელიც გამეფებულია დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში, ანზორ ბოლქვაძეს ძალიან კარგად იცნობს ხულოს მოსახლეობა ეს ტალღა აიტაცა „ქართულმა ოცნებამ“ იმ კრიზისის და იმ პრობლემების გადასაფარად რაც დღეს არსებობს ხულოს მუნიციპალიტეტში, მგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ.

ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ კარგად იცის რა სიყვარული ქონდა მიხეილ სააკაშვილს ხულოსთან დაკავშირებთ იგი დაახლოებით 10-ჯერ არის ხულოს მუნიციპალიტეტში ნამყოფი მისი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში მაღალი თანამდებობის პირი. მან ბევრი ახალი ინიციატივა შემოიტანა ხულოში განსაკუთრებით კურორტი გოდეერძი, ხიხანის ციხის რეაბილიტაცია, დაბა ხულოს კეთილმოწყობა და ასე შემდეგ.

შეგახსენებთ ხულოში მერის შუალედური არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ხალხის მიერ არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, სწორედ ამიტომ ხულოს მოსახლეობას მერის არჩევა ვადამდე ადრე კიდევ ერთხელ მოუწევს.

Comments
Loading...