1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილი ორი გმირი გურიაში დაკრძალეს

დღეს მშობლიურ მიწას 1990 – იანი წლების კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილი ორი გმირი მიებარა.

ლანჩხუთელი თამაზ ტყეშელაშვილისა და ჩოხატაურელი ალექსი ბერაძის ხსოვნას, პატივი მიაგეს გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„ თითოეული დაღუპული მებრძოლის ღვაწლი საამაყოა და სწორედ ამ გმირების მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი თაობები. ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს მათი სახელები, დავაფასოთ მათი გმირობა და პატივი მივაგოთ გმირების მარადიულ ხსოვნას“- გურიის სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია.

უგზო – უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.

Comments
Loading...