- Advertisement -

2 ნოემბერს, თელავში “ჭაჭის ფესტივალი” გაიმართება

ღონისძიება ერეკლე მეფის მოედანზე გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები, გაიმართება დიდი კახური „ზაოდობა“ და მომზადდება კახური სამზარეულოს კერძები. ფესტივალი საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით ტარდება.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე ღონისძიებას თელავის თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვანო იანტბელიძე გაუძღვება.

„მთელი დღის მანძილზე ფესტივალის მიმდინარეობას დაამშვენებენ კახური ფოლკლორული ჯგუფები ტრადიციული კახური მრავალხმიანი სიმღერებით და კაფიებით. იმუშავებს ჟიური, რომლის წევრები დააგემოვნებენ და ცალკ-ცალკე შეაფასებენ კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხების და კომპანიების მიერ გამოხდილ ჭაჭას. ჟიურის გადაწყვეტილება 18:00 საათზე გაჟღერდება. გაიმარება მაკა ზამბახიძისა და ჯგუფ NON STOP-ის კონცერტი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალი “ჭაჭა“ პროექტ “Check in Georgia-ს” ფარგლებში, წელს მეორედ იმართება.

Comments
Loading...