- Advertisement -

“20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრის უფლება არ მოგვცეს!” – ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელიც პროტესტის ნიშნად დატოვეს
ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიამ და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა ადამიამ. მათ სურვილი ჰქონდათ გამოხმაურებოდნენ 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ამის საშუალება უმრავლესობის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

საკრებულოს წევრი ბათლომე შელია ამბობს, რომ მას სხდომაზე “ოცნების” “ზონდერები” შემოუყვანეს, რომლებმაც მას ტაშის დაკვრით და შეძახილებით არ მისცეს საშუალება აზრი გამოეთქვა. სხდომა დატოვა ფრაქცია ენმ-ის წევრმა პაატა ადამიამაც. მასაც სურდა განცხადების გაკეთება, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. ადამიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უზრდელი უწოდა, რადგან ის მისი საუბრის პარარელურად ლაპარაკობდა.

Comments
Loading...