- Advertisement -

2013-2018 წელს აჭარის 15 სკოლის ბიბლიოთეკას 5 916 ცალი მხატვრული ლიტერატურის წიგნი შეემატა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან “საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების” ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების შევსებას ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით.

2018 წელს ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში შეტანილია 5916 ცალი სხვადასხვა დასახელების 50075 ლარის მხატვრული ლიტერატურა.

მიმდინარე წელს წიგნადი ფონდით განახლდა:
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლა
სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალას საჯარო სკოლა
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლა
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლა
სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლა
სსიპ ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლა
სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლა
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლა
სსიპ ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებას საჯარო სკოლა

2013 – 2018 წლებში აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში 100 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლებულია წიგნადი ფონდით.

Comments
Loading...