სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლიდან 100%-იანი გრანტი სამმა მოსწავლემ აიღო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის 15 აბიტურიენტიდან 3-მა 100%-იანი გრანტი მოიპოვა. ამის შესახებ ჩუმლაყის სკოლის ადმინიატრაცია სოციალურ ქსელში წერს.

“ჩუმლაყის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით!
წელს ეროვნულ გამოცდებს ჩუმლაყის საჯარო სკოლის 15 აბიტურიენტი აბარებდა,ჩააბარა ყველმ.მათ შორის 100%-იანი გრანტი მოიპოვა სამმა მოსწავლემ:
ბაწელაშვილი მარიამ
მწარიაშვილი ნაზი
გველუკაშვილი ნინო
ხოლო 50%-იანი გრანტი – ორმა მოსწავლემ:
გველუკაშვილი სოფო და ბალუხაშვილი გულნაზი.
ჩუმლაყის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას”

Comments
Loading...