- Advertisement -

22 წლის ნიკა წულუკიძე მაღალმთიან აჭარაში საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრია

ხულოს რაიონ სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები ნიკა წულუკიძე, რომელიც 22 წლისაა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ნიკა „აიპრესთან“ თავის ისტორიას და იმ პერიოდს ყვება თუ როგორ მოვიდა საკრებულომდე, მისივე თქმით იცის და ესმის, რომ არის დიდი გამოწვევის წინაშე, თუმცა მზად არის მაქსიმალურად მოერგოს ამ ამპლუას, გაითავისოს ის ყველაფერი, რომელიც ხულოს და ხულოელებს აწუხებთ და გააკეთოს ის ყველაფერი რაც მის კომპეტენციაში შედის. 

ნიკა წულუკიძის მთვარი მიზანია ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ამა თუ იმ ღონისძიებებში, მეტი სპორტული აქტივობები და ტურიზმის განვითარება. 

საკრებულოს დეპუტატი ხულოს რაიონ სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, დიდაჭარის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა და ტურიზმის ფაკულტეტი დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრზე, იგი მაგისტრის პირველი კურსის სტუდენტია და პარალელურად ხულოს საკრებულოს წევრი. 

„ვცხოვრობ ხულოს რაიონ სოფელ დიდაჭარაში, დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი, ამჟამად ვარ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრის პირველი კურსის სტუდენტი. ვარ საკრებულოს წევრი და ჩამაბარეს ფრაქცია, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული და საპასუხისმგებლო საქმე, ვიცი მესმის და ვითავისებ იმას, რომ ვარ დიდი გამოწვევებისა და იდეების წინაშე, მზად ვარ მაქსიმალურად მორგებული ვიყო და მაქსიმალურად გავითვალისწინო ის გაჭირვება თუ ლხინი,რომელიც ხულოს აწუხებს, რომელიც ხულოს უხარია და რა თქმა უნდა ჩემი მთავარი მიზანი, დევიზი არის ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ამა თუ იმ ღონისძიებებში, მეტი სპორტული აქტივობები და ტურიზმის განვითარება. 

ნაბიჯ-ნაბიჯ ვიკვალავ ჩემს ცხოვრებას, არ ვაპირებ ამ საფეხურზე გაჩერებას მინდა უფრო მაღალ საფეზურებზე ასვლა და დანარჩეენს დრო გვიჩვენებს. „ განაცხადა აიპრესთან კიკა წულუკიძემ.

ავტორი: ციური სოლომონიძე

Comments
Loading...