- Advertisement -

ზუგდიდის საკრებულოს სდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის შეცვლას ითხოვდნენ და სურდათ სხვა საკითხებზე ადრე სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებით, განეხილათ. მის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ უმრავლესობის დეპუტატები და თქვეს, რომ დამტკიცებული დღის წესრიგი არ შეიცვლებოდა.

Comments
Loading...