27 წლის გოგო, რომელსაც ინსულტის შედეგად ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს, დახმარებას ითხოვს

ფოთში, 27 წლის ხატია ჩალაია მეხუთე წელია ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. მან მწვავე იშემიური ინსულტი გადაიტანა, შედეგად ხელ-ფეხი პრალიზებული აქვს. ხატია ნაბადის უბანში, მეუღლესთან და 59 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. როგორც დედა, სვეტა ჩალაია ჰყვება, ოჯახს არა აქვს საშუალება ხატიას მკურნალობის ხარჯები დაფაროს. მდგომარეობას ისიც ამძიმებს რომ, ოჯახი სახელწიფო სოციალური პროგრამით არ სარგებლობს, რადგან შესაბამისი სამსახურის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ, უარყოფითი პასუხი დააფიქსირა.ხატიას დედას კეთილი ადამიანების გულისხმიერების იმედია აქვს, ის დახმარებას ითხოვს.

„ჩემს გოგონას 5 წლის წინ, ქუთაისის კლინიკაში სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. არავინ ელოდა, რომ გადარჩებოდა. კომიდან გამოსვლის შემდეგ მხედველობა და სმენა დაუქვეითდა, თავს ვერ იმაგრებდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ რეანიმაციული რეაბილიტაციის შემდეგ ეს ყველაფერი აღუდგა. რამდენიმე დღეში თბილისში „ნიუ-ჰოსპიტალში“ გადავიყვანეთ, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ ეტლში ჩასვეს. მეხუთე წელია სავარძელს არის მიჯაჭვული. ორივე ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს.ლაპარაკობს, მაგრამ ზოგჯერ უჭირს და რომ ვერ გვაგებინებს რა უნდა, ტირის. გვერდიდან არ მოშორებია ქმარი, ახალდაქორწინებულები იყვნენ ეს რომ დაემართა. სტაბილური შემოსავალი არა აქვს, რადგან ხელოსანია და ათასში ერთხელ გამოჩნდება სამუშაო. რეაბილიტაციის კურსს ვერ გავდივართ, არ გვაქს შესაბამისი სახსრები . რა ვქნათ არ ვიცი, როგორ მოვიქცეთ. სოციალური შემწეობა არ გვაქვს, მაღალი ქულა მოგვივიდა. სოციალურად დაუცველის სტატუსი, რომ გვქონდეს ჩემს გოგონას სახელმწიფოს რომელიმე პროგრამაში ჩასვამდნენ, რაც ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნებოდა. კეთილო ადამიანებო, ჩემი ქალიშვილის მძიმე ხვედრამა ოდნავ მაინც თუ გული აგიჩუყათ და აგაღელვათ, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ” _ ამბობს ხატიას დედა, სვეტა ჩალაია.

ფოთის სოციალური მომსახურების სააგენტოში აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ: „ ეს ოჯახი 2016 წლიდან სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში იმყოფება. პერიოდულად ვახორციელებთ მათ შემოწმებას, ყოველთვის საკმაოდ მაღალი ქულა დაუფიქსირდათ. სამწუხაროდ ჩალაიების ოჯახი თანხის მიმღები არ არის, თუმცა სიღატაკის პროგრამაში ირიცხებიან და შეუძლიათ წამლის პროგრამაში ჩაერთონ“_ განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა, ნანა ტურძელაძემ.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა საქართველოს ბანკი ანგარიშზე შეუძლიათ: GE98BG0000000713442000 მიმღები სვეტლანა ჩალაია

Comments
Loading...