3 მაისს, სოფელ ყანდაურაში სავარაუდოდ 85 წლის კაცის მიერ დაჭრილი ცოლი გარდაიცვალა

ინფორმაცია ,,აიპრესს,, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

76 წლის ელზა გამყრელიძე 3 მაისს, თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო მისი თბილისში გადაიყვანა გახდა აუცილებელი.

ცნობისათვის, სოფელ ყანდაურაში მკვლელობის ბრალდებით 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, რომელსაც გამოძიება შვილის, რძლისა და ორი მეზობლის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობას ედავებოდა.

გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევიდან ცოტა ხანში დააკვეს ომარ გამყრელიძის შვილიშვილი, მეორე შვილზე კი ძებნა გამოცხადდა.

Comments
Loading...