- Advertisement -

“3 ობოლს ვზრდი, ეს ფული წამლებისთვის მინდოდა” – თელავში, 9 ტიტის გაყიდვისთვის 3 000 ლარით დააჯარიმეს

თელავის ცენტრში ტიტების გამყიდველი 3 000 ლარით პოლიციამ დააჯარიმა. მიზეზად საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა სახელდება.

მოხუცის თქმით, ტიტები გასაყიდად პირველად გამოიტანა, თანხით კი წამლების ყიდვას გეგმავდა.

,,პირველად მოხდა ამ წელს, რომ ტიტები გამოვიტანე გასაყიდად, ეკლესიასთან დავდექი, 70 ტიტა მქონდა, 9 ცალი გავყიდე და იმ ფულით წამლები უნდა მეყიდა აფთიაქში, სამ ობოლს ვზრდი სახლში, შვილი დამეღუპა. მოვიდნენ და სამი ათასი ლარით დამაჯარიმეს. ვთხოვდი გაფრთხილება დამიწერეთ მეთქი, მაგრამ უშედეგოდ.,, – აცხადებს ყარაულაშვილო.

ყარაულაშვილი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს, რის გამოც ტიტების გაყიდვაში საზოგადოებას სთხოვს დახმარებას.

Comments
Loading...