85 წლის ომარ გამყრელიძე მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, 2000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ სასამართლი დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ნაკლებად მკაცრი სასჯელით შეცვალა.

ადვოკატის შუამდგომლობა უმცროსი ომარ გამყრელიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და გირაოს შეფარდების თაობაზე მოსამართლემ არ გაიზიარა და უმცროსი ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა.

თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარის მიწმეები და საგარეჯოს პოლიციის ორი დეტექტივ- გამომძიებელიც დაიკითხა.

საქმეზე მორიგი პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა.

Comments
Loading...