- Advertisement -

ანაკლიაში საბავშვო ბაღი დარჩელში კი ახალი სკოლის მშენებლობას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო

რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ანაკლიაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ანაკლიაში, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 125 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 8730 90 ლარია. ახალი საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, შენობაში პანდუსთან ერთად იქნება ლიფტიც.

სახელმწიფო რწმუნებული მერთან ერთად ასევე იმყოფებოდა დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ბიბლიოთეკის, კვების ბლოკის, გარდერობისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს. სკოლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია.

სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით შენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი, ერთს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება, დაგეგმილია 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

Comments
Loading...