- Advertisement -

აჭარაში არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობაში კონსულტაციები დასრულებულია. ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებს „ქართული ოცნება“, პროპორციულთან მიახლოებული სისტემით დაუჭერს, რაც 6-დან 3 მაჟორიტარულ ოლქამდე შემცირებას ითვალისწინებს.

უმაღლესი საბჭოის თავმჯდომარემ, უმრავლესობის გადაწყვეტილება, სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა.
„აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს პროცედურები კონსტიტუციაში ცვლილებებზე. განახლდა დღეს დილით კონსულტაციები.უმრავლესობის გადაწყვეტილებით შევჯერდით არჩევნების ჩატარებისთვის პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოვებული სისტემით, ექვსი სამაჟორიტარო ოლქი შემცირდეს სამ მაჟორიტარამდე“,-განაცხადა, დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სულ 21 დეპუტატი უნდა აირჩიონ, ახალი წესით, თუ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები საბოლოოდ განხორციელდება, ამომრჩეველი 18 დეპუტატს პროპორციულით და სამს მაჟორიტარული წესით აირჩევს.

Comments
Loading...