- Advertisement -

აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიებში დასრულდა 2658 ნიმუშის კვლევა, აქედან დადასტურდა 39 ახალი შემთხვევა.

უწყების ინფორმაციით, საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 146 პაციენტი, 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობაზე. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, პოლიკლინიკებში აღებულია 604 ახალი ნიმუში, კარვებში 1561 ნიმუში. კარანტინში იმყოფება არაკოვიდინფიცირებული 2450 პირი.

Comments
Loading...