- Advertisement -

აჭარაში, კორონავირუსის გავრცელების 14 ახალი არეალი და 15 უცნობი წყარო გამოვლინდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის თქმით, რეგიონში გამოიკვეთა ვირუსის გავრცელების ახალი ლოკაციები – სადისტრიბუციო კომპანია, „თერა მოტორსი“ , კლინიკა „როგო“ და სხვა. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, დღეს გამოვლენილი 39 შემთხვევიდან 15-ის ინფიცირების წყარო უცნობია. 

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა 39 შემთხვევა. მათ შორის 4 გახლავთ იმპორტირებული, რომელიც უკავშირდება სხვა ქვეყნის სატვირთო მანქანის მძღოლებს. დანარჩენი შემთხვევებიდან გვაქვს 4 უკვე ცნობილ კლასტერებთან დაკავშირებული და ასოცირებული. 4 – ხოფის კლასტერი, 2 -სამშენებლო მასალების მაღაზია „ნოვა“, 2- „ელიტ ელექტრონიქსი“ და  ერთი  გახლავთ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი.

10 შემთხვევა არის დაკავშირებული აქამდე გაჟღერებულ კლასტერებთან და ეს გახლავთ დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები. 14 ახალი არეალი გამოჩნდა, სადაც არის ერთეული შემთხვევევბი, მაგრამ ამ 14-მა შემთხვევამ გვიჩვენა, ფართო გავრცელების დიაპაზონი, რადგან ეს ერთეული შემთხვევები ფიქსირდება სხვადასხვა დაწესებულებაში.

15 გახლავთ უცნობი შემთხვევა, ანუ რომელთა ინფიცირების წყარო არ არის ცნობილი, მათ შორის იკვეთება სამედიცინო დაწესებულებებიც, სადაც კვლევები არ არის ჯერ დასრულებული, ამიტომაც ეს არის ის მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვფლობთ ამ დროისთვის“, – განაცხადა ბრიფინგზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა.

Comments
Loading...