- Advertisement -

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მოისმინეს. სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემები და მიმართულებები კანონმდებელთა წინაშე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოდგინა.

სხდომაზე დარგობრივ მიმართულებებზე თანამოხსენებები, სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ტიტე აროშიძემ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსმა ჯემალ ნაკაშიძემ წარმოადგინეს და უპასუხეს უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს.
წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონის პროექტი აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა – პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, სულხან მახათაძის, კახაბერ კუჭავას, დავით სონღულაშვილისა და რომან მუჩიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომიტეტმა, შენიშვნების გარეშე, ცნობად მიიღო.

Comments
Loading...