- Advertisement -

აჭარის რამდენიმე კლინიკაში ბოქსირებული პალატები მოეწყობა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აჭარაში რამდენიმე კლინიკაში ბოქსირებული განყოფილებები გაიხსნება. შესაბამისი ლოჯისტიკური სამუშაოების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებები, ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული.

დღემდე, რეგიონს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე, მხოლოდ ერთი, ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ემსახურება. ბათუმის გარდა, ბოქსირებული განყოფილებები მოეწყობა ქობულეთის რეგიონალურ ჰოსპიტალშიც. ხოლო კლინიკა მედალფა, მთლიანად საკარანტინო ზონად გადაიქცევა. 60 პაციენტზე გათვლილი კლინიკა, მოქალაქეების მისაღებად სამ დღეში იქნება მზად.

„მიმდინარეობს ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება. სამედიცინო პერსონალმა, პრაქტიკულად ყველამ, მზაობა გამოთქვა, მოემსახურონ კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში პაციენტებს. სხვა გზა, არც გვაქვს, ფრონტის ხაზზე, ჩვენ ვართ პირველები. ვემზადებით, რათა მივიღოთ ასეთი პაციენტები“,-აცხადებს, ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ რეგიონული მენეჯერი.

Comments
Loading...