- Advertisement -

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ქალაქური სიმღერის საღამოს უმასპინძლა

ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში ანსამბლ „ ჩვენი კვარტეტი“-ს მომღერლებმა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან ქალაქური სიმღერები შეასრულეს.

კონცერტთან ერთდ სახლ-მუზეუმის ეზოში, ბაღდათში მცხოვრები მხატვრის ფიქრია კოხოძის ნამუშევრები იყო გამოფენილი.

დღესვე მოეწყო ადგილობრივი მეღვინეების სხვადასხვა ჯიშებისგან წარმოებული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია.

ღონისძიება სახელწოდებით „ამღერებული იმერეთი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის, და ა.(ა).ი. პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიზნად ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას და შიდა ტურიზმის განვითარებას ისახავდა.

Comments
Loading...