- Advertisement -

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას სამშაბათს, 30 ივნისიდან განაახლებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შოუს დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება. ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ. შოუ ნებისმიერ ამინდში გაიმართება.

ვირუსის ძუძმწოვრებზე გადადების საფრთხის გამო, ცხოველებთან კონტაქტი რამდენიმე თვის განმავლობაში შეიზღუდება.
“კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩვენი ბინადრების, თანამშრომლების და თქვენი უსაფრთხოების დაცვისა და პრევენციის მიზნით, მომდევნო თვეების განმავლობაში, ინტერაქტივის – დელფინებთან ცურვის სერვისი, დროებით შეჩერებულია. შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი” მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან და ჩვენი ბინადრების, თანამშრომლებისა და ვიზიტორთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, განვიხილავთ და ვღებულობთ ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომას”-ნათქვამია დელფინარიუმის განცხადებაში.

Comments
Loading...