- Advertisement -

ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას განაახლებს – თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი განცხადებით, ბათუმის იუსტიციის სახლის არც ერთ თანამშრომელს, ტესტირების შემდეგ კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რუსუდან შავიშვილის თქმით, იუსტიციის სახლი გაიხსნება და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს ბათუმში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნის მასშტაბით კი 44 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში პოლიკლინიკებსა და საველე ლაბორატორიებს ტესტირების მიზნით 1500-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ვინაიდან მოქალაქეების მიმართვიანობა საველე კარვებში მაღალია, ბათუმში, დამატებით ორი კარავი განთავსდება. ერთი საველე ლაბორატორია ავტოსადგურის, მეორე-ხოფის ბაზრობის მიმდებარედ მოეწყობა.

Comments
Loading...