- Advertisement -

ბათუმის პორტში აშშ-ს სამხედრო ხომალდი “პორტერი” შემოვიდა

ინფორმაციას ამის შესახებ, აშშ-ს საელჩო საქართველოში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ეს USS Porter-ის მესამე ვიზიტია შავ ზღვაში.

”სიხარულით მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „პორტერს” შავ ზღვასა და ბათუმის ულამაზეს პორტში, სადაც უკვე მესამედ შემოდის. ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა” – წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

Comments
Loading...