- Advertisement -

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 19 ინფიცირებული  პაციენტი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

კოვიდ-ცენტრის  ბათუმის  რესპუბლიკური საავადმყოფოდან 19 პაციენტი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.  საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის თქმით, საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილებს  სიმპტომები არ  აღენიშნებოდათ. ისინი მედიკოსების ზედამხედველობის ქვეშ კარანტინში დარჩებიან.

გია კიკაბიძწ ამბობს, რომ ინფიცირებულები უკვე ერთი კვირაა საავადმყოფოში არიან, მათ არ აღენიშნებათ პნევმონია და სხვა ჩივილები, ამიტომაც  მათი საკარანტინო ზონებში გადაყვანის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

კიკაბიძე ამბობს, რომ მსგავსი როტაცია,  სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. პაციენტებს კოვიდ-ცენტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებენ თუ რომელიმე მათგანს  საკარანტინო სივრცეში მკურნალობისას  რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებათ.

Comments
Loading...