- Advertisement -

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება საქართველოში პირველია, რომელმაც ონლაინ მეცადინეობების პლატფორმა დაგეგმა

ბაღების აღსაზრდელებსა და მშობლებს, ეროვნული გეგმითა და პროგრამით გათვალისწინებულ თემებზე ვიდეოგაკვეთილები მიეწოდება.

ვიდეომასალის დამუშავება და შემდგომ ონლაინ გავრცელება მეთოდისტებისა და წამყვანი სპეციალისტების მიერ ხორციელდება. თემატიკა ყველა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელზეა მორგებული. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რათა პროგრამას არ ჩამორჩნენ. ონლაინ გაკვეთილებში მშობლებიც არიან ჩართულები. აქტივობები მათ აღსაზრდელების ქცევის მართვასა და რუტინული დღის დაგეგმვაში ეხმარება.

Comments
Loading...