- Advertisement -

ბათუმის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის გაცემა დაიწყო

ბათუმის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის გაცემა დაიწყო. პროცესის მონიტორინგის მიზნით, ბათუმის მერი, მერის მოადგილე და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი რამდენიმე საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ. ლაშა კომახიძემ მადლობა გადაუხადა მშობლებს იმისთვის, რომ ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს და აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი წესების დაცვით ხორციელდება:

“მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ჩვენი აღსაზრდელებისათვის სასურსათო კალათების გაცემა დავიწყეთ. მშობლებს, სასურსათო კალათების აღების მიზნით, შუძლიათ მიაკითხონ საბავშვო ბაღს აღსაზრდელის სწავლის ადგილის მიხედვით. აქვე, მინდა ყველას გთხოვოთ, მაქსიმალურად დაიცავით დისტანციისათვის აუცილებელი სტანდარტები, გაიკეთეთ პირბადე და ხელთათმანები. გისურვებთ ჯანმრთელობას!”. მუნიციპალური ბაღების 8000 აღსაზრდელის მშობლები მათთვის განკუთვნილი პროდუქტის მიღებას დღეიდან ოთხშაბათის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე შეძლებენ.

Comments
Loading...