- Advertisement -

ბათუმის ცხელების ცენტრებში Covid-19-ზე საეჭვო სიმპტომების 18 პირს იკვლევენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 18 პირი, რომლებსაც Covid-19-ზე გამოიკვლევენ, მათი ტესტირების პასუხები ცნობილი დღის ბოლოს გახდება.

უწყების ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 272 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი 9656 პირს ჩაუტარდა.30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი მშემთხვევა დადასტურდა 14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა 71 ადამიანს. აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1 136 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 6 136-მა პირმა.

Comments
Loading...