- Advertisement -

ბათუმში, გაფართოებული ტესტირების არეალი და კარვების რაოდენობა იზრდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში პოლიკლინიკებსა და საველე ლაბორატორიებს ტესტირების მიზნით 1500-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ვინაიდან მოქალაქეების მიმართვიანობა საველე კარვებში მაღალია, ბათუმში, დამატებით ორი კარავი განთავსდება. ერთი საველე ლაბორატორია ავტოსადგურის, მეორე-ხოფის ბაზრობის მიმდებარედ მოეწყობა.
„კარვებსა და პოლიკლინიკებში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ გამოვლენა არის ამ კონტიგენტში, ამიტომ დამატებითი კარავი გაიხსნება ხოფის სავაჭრო ცენტრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ. კიდევ ერთხელ ვაანონსებ, რომ ლაბორატორიული სიმძლავრეები ძლიერდება ამ მიმართულებით, რათა დროულოდ შევძლოთ ტესტირების მონაცემებისა და შედეგების მიწოდება მოქალაქეებისათვის“,-აცხადებს რუსუდან შავიშვილი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოსახლეობას, ტესტირების შემდეგ, პასუხს დაელოდონ 3 დღის განმავლობაში და დაიცვალ იზოლაციის წესები, ვიდრე არ მიიღებენ საბოლოო პასუხს.

Comments
Loading...