- Advertisement -

ბათუმში ყვავილებისა და ხეების დარგვა გრძელდება

ბათუმში ერთდროულად ერთწლოვანი ყვავილებისა და ხე-მცენარეებისა დარგვა მიმდინარეობს.

ბათუმის შემოსასვლელში ესტაკადაზე გზაგამყოფში, ცენტრალურ პარკში და კაჩინსკის ქუჩაზე სალვიები და ტაგეტესები დაირგო.
პარალელურად ქალაქში ტროტუარებზე, გზა გამყოფებზე და ეზოებში ხეების დარგვა გრძელდება. თამარ მეფის გზატკეცილზე (განთიადი), ლეონიძის, რურუას, აღმაშენებლისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე სხვადასხვა სახის ხეები დაირგო.

Comments
Loading...