- Advertisement -

BIAFFIADA / ბიაფფიადა – ქართული კინოს დღეები ბათუმის ბულვარში

BIAFF ბათუმის კინოფესტივალი აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ანხორციელებს კინოჩვენებების პროექტს, რაც ითვალისწინებს BIAFF კინოფესტივალამდე (აგვისტო) და კინოფესტივალის შემდეგ (ოქტომბერი) კინოჩვენებების ორგანიზებას აჭარის რამდენიმე რეგიონში. კინოჩვენებები, გაიმართება შემდეგ ადგილებში:

ა) ბათუმი – 16 კინოსეანსი ( 8 დღე), ბ) ქობულეთი – 4 კინოსეანსი (2 დღე), გ) ქედა – 4 კინოსეანსი (2 დღე), დ) შუახევი – 4 კინოსეანსი (2 დღე), ე) ხულო – 4 კინოსეანსი (2 დღე)

პროექტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ კინოზე – პროგრამა მოიცავს ახალ ქართულ კინოფილმებს, კლასიკას და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. კინოჩვენებები ბათუმში გაიმართება დიდ ეკრანზე ღია ცის ქვეშ, აგვისტოს პერიოდში და მას დაესწრება როგორც ბათუმელი მაყურებელი ისე ტურისტები (და შესაბამისად გაეცნობიან ქართულ კინოხელოვნებას).

კინოჩვენებების ლოკაცია – ბათუმის ბულვარი (საზაფუხლო თეატრის წინ)
კინოჩვენებების დღეები – 2,3,9,11,12,23,24,25 აგვისტო
კინოჩვენებების დრო: დღეში 2 სეანსი – 20.30 სთ და 22.30 სთ.

კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია

კინოჩვენებების პროგრამა – მოიცავს 10 თანამედროვე ქართულ, 4 კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს.

ახალი ქართული კინო
“ბათუმის ტალღა” (ბათუმელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია), 2016
“ჰორიზონტი”, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.
“სხვისი სახლი”, რუსუდან გლურჯიძე, საქართველო/რუსეთი, 2017
“ბრმა პაემნები”, ლევან კოღუაშვილი, საქართველო/უკრაინა, 2014
“გაღმა ნაპირი”, გიორგი ოვაშვილი, საქართველო/ყაზახეთი, 2009
“საშიში დედა”, ანა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი, 2017
“აღსარება”, ზაზა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი/აშშ, 2017
“მანდარინები”, ზაზა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი, 2016
“გაიღიმე”, რუსუდან ჭყონია, საქართველო/საფრანგეთი/ლუქსემბურგი, 2012
“ინსაიტი”, გია დიასამიძე, 2010 / ინსაიტი, ჟენია გორინ, საქართველო/რუსეთი, 2015

ქართული კინოკლასიკა
“ცისფერი მთები”, ელდარ შენგელაია, საქართველო, 1983
“ფიროსმანი”, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969
“ნეილონის ნაძვის ხე”, რეზო ესაძე, საქართველო, 1985
მიხეილ კობახიძე – მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია

მოკლემეტრაჟიანი ფილმები
“საშლელი”, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.
“ანდრო”, თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო, 2017; 25წთ.
“თევზაობა”, თორნიკე ბზიავა, საქართველო, 2017; 17 წთ.
“8 წუთი”, გიორგი გოგიჩაიშვილი, საქართველო, 2017; 13 წთ.
“ანა”, მარგო ზუბაშვილი, საქართველო, 2017; 30 წთ.
„დაკარგული სოფელი“, გიორგი თოდრია, საქართველო / ესპანეთი, 2016; 15 წთ.
„დღის ბოლომდე“, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2016; 15 წთ.
„შესვენება“, გიორგი თავართქილაძე, საქართველო, 2015; 12 წთ.

პროექტის მხარდამჭერი – აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო; პროექტის პარტნიორები – ბათუმის ბულვარი; ბათუმის თოჯინების თეატრი.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

Comments
Loading...