- Advertisement -

დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში, 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ ედიშერ თოლორაიასთან ერთად გაეცნო.

სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება, 9 საკლასო ოთახით, 3 კლას-კაბინეტითა და ლაბორატორიით აღჭურვილი.

პროექტი ბიბლიოთეკის, კვების ბლოკის, გარდერობისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს.

სკოლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია.

Comments
Loading...