- Advertisement -

დავით გაბაიძე მაქფულე ქოჩაკს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ქ. ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში სამწლიან დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს მადლობა გადაუხადა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Comments
Loading...