- Advertisement -

დღეიდან, ღია სივრცის რესტორნები გაიხსნება

რესტორნებს, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ, მოუწევთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება:

მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ ორი მეტრისა;

სკამების საზურგეებს შორის – მანძილი არანაკლებ ერთი მეტრისა;

ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს ექვსი მომხმარებლისა;

დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ორ მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას

დროებითი დამცავი ბარიერი. გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;

სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით,

სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

ცნობისთვის, ყველა სახის რესტორანი 8 ივნისიდან განაახლებს მუშაობას.

Comments
Loading...