- Advertisement -

დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

გარდა იმისა, რომ ააიპ კომუნალური სამსახურის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული მოსაცდელების დასუფთავება სისტემატურად ხდება, მუნიციპალიტეტის მერის – გიორგი ტატუაშვილის დავალებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ქალაქ დმანისსა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა სოფელში აქტიურად მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე ხდება არეალის სველი წესლით დამუშავება, რის შემდეგაც სუფთა არეალი სპეციალური ხსნარით მუშავდება.‼️

სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და საჯარო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია.

მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მოქმედ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს, ყოველდღიურად აცნობენ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.‼️

მოსაცდელებთან და კარდაკარის პრინციპით, მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენაზე გადაეცემათ საინფორმაციო მასალა.

Comments
Loading...