- Advertisement -

დმანისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ახალ COVID-19 – თან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო ფლაერები, ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე დაარიგეს.

საინფორმაციო ბუკლეტები მოიცავს ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებული წესების, რეკომენდაციებისა და შეზღუდვების შესახებ.

Comments
Loading...