- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე პოლიციას ჩაბარდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა.

დაკავებული ამ ეტაპზე კახეთის პოლიციის სამმართველოში იმყოფება,სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

ცნობისათვის, შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში გუშინ საღამოს მოხდა. სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში დაჭრილი მეორე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.

Comments
Loading...