- Advertisement -

გურჯაანში კორონავირუსის გავრცელების მიზნით საპრევენციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს და ადმინისტრაციულ შენობებს.

საპრევენციო ღონისძიებებში ჩართულია კერძო სექტორიც. მომხმარებლების კორონავირუსისგან დაცვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება, გურჯაანის აგრარულ ბაზარში. ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით ყოველი დღის ბოლოს, დასუფთავების შემდეგ, სპეციალური ხსნარით მუშავდება ბაზრის ტერიტორია, როგორც მოვაჭრეებს შორის, ასევე მომხმარებლებთან დაცულია სოციალური დისტანცია. სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზრობის ფუნქციონირება კი დროებით სრულად აიკრძალა.

საპრევენციო ღონისძიებებს მიმართეს მუნიციპალიტეტში არსებულმა მაღაზიებმაც, რომელთა მუშაობაც შეზღუდული არ არის. მაღაზიების უმრავლესობაში იცავენ სოციალური დისტანციის წესებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გავრცელების საფრთხე.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საინფორმაციო კამპანიაში, რათა მოსახლეობა იყოს ინფორმირებული არსებული საფრთხეებისა და მისი შემცირებისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ.

” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ყველა თავის შესაძლებლობას იყენებს. ესაა სადეზინფექციო სამუშაოები, საინფორმაციო კამპანია თუ სხვა. თანამშრომელთა ნაწილი პრაქტიკულად საგანგებო რეჟიმით მუშაობს და ასეც გაგრძელდება. თუმცა, ამასთან ერთად, ამ ვირუსთან წარმატებით ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, დაიცვან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნორმები, ის რეკომენდაციები და მითითებები რომელიც უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი. აუცილებლობის გარდა ნუ ივლიან გარეთ და დარჩნენ სახლში. გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ ოჯახებს, ასევე მეგობრებს, ახლობებს და მთელ ქვეყანას.” – აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოსახლეობას:

✔️ მოერიდნენ თავშეყრის ადგილებს;

✔️გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ სახლიდან;

✔️დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები;

✔️თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილონ მითითებულ წესებს;

✔️დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართონ ექიმს; www.stopCoV.ge;

www.gurjaani.gov.ge გადაუდებელი დახმარება – 112 გურჯაანის მერიაში მოქმედება ცხელი ხაზი : 0353 221223

Comments
Loading...