- Advertisement -

გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასტუმაში საპროტესტო აქცია გაიმართა

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სოფელში არსებულმა კარიერის მძიმეწონიანმა მანქანებმა გზა გაანადგურეს. ამასთან მაშინ, როცა გაზიფიცირების სამუშაოები ხორციელდებოდა, სავალი გზის ნაწილი კომპანიამ გადათხარა და ისე დატოვა.

,, ხუთი წელია ვითხოვთ გზის დაგებას. ზაფხულია და სუნთქვა შეუძლებელია.ბავშვები ვერ გაგვყავს გარეთ, მტვერში ვიხრჩობით და ვითხოვთ დახმარებას,”- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ადგილობრივებს სოფლის რწმუნებული შეხვდა და დაპირდა რონ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

Comments
Loading...