იმერეთში დაფიქსირდა Covid19-ის 7 ახალი შემთხვევა, რომლებიც ქორწილს უკავშირდება რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 11 სექტემბერი, 2020 11 როგორც ,,აიპრესს” დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 1000 პირი გაიტესტა. 28-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორისაა 32-ე სკოლის 21 პედაგოგი. გიორგიძის ინფორმაციით ახალი შემთხვევები ცაგერსა და ,,მრავალჟამიერში” გამართულ ქორწილს უკავშირდება. იმერეთიკორონავირუსიქორწილი