iMtavroba

iBusiness

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა / ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

    მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა, თუმცა ბოლო დღეებში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შეიქმნა, როგორც გადაადგილების ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო რამდენიმე ხიდი. ჩახერგა სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მეწყრული კერები განვითარდა თითქმის ყველა სოფელში. მეწყრის შედეგად საფრთხე შეექმნა რამდენიმე ოჯახსაც. ძლიერმა ქარმა 5-მდე საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი. გათოვდა მთებშიც სადაც თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს გადააჭარბა. მაღალმთიან აჭარაში სტიქიას ორი...

    სტიქიის შედეგად საფრთხე აჭარაში 18 ოჯახს შეექმნა

სტიქიის შედეგად საფრთხე აჭარაში 18 ოჯახს შეექმნა

ხულოში უხვი ნალექის შედეგად სოფლებში დიაკონიზეებში, დანისპარაულში, რაქვთასა და იაკობიძეებში საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა. 7 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს. გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად სულ აჭარაში 18 ოჯახს შეექმნა საფრთხე, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადყვანილი. შუახევში მეწყრის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაშალა 6 მ სიგრძის ბეტონის ხიდი. ხიდი ასევე დაზიანდა ხიჭაური-ჭვანის გზაზე. მეწყერი ჩამოვიდა ცენტრალურ გზაზე, რომლეიც...

    ზურაბ პატარაძე აჭარაში სტიქიურ კერებს ადგილზე გაეცნო

ზურაბ პატარაძე აჭარაში სტიქიურ კერებს ადგილზე გაეცნო

აჭარაში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გაააქტიურა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს. მეწყრულ კერებთან ერთად, ადგილი ჰქონდა მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლას, რამაც ცალკეულ ადგილებში გამოიწვია ინფრასტრუქტურის დაზიანებაც. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით და ხდებოდა მდგომარეობის ადგილზე შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. გაწმენდით სამუშაოებს პრობლემურ კერებთან...

    ხელვაჩაურში 83-ე საარჩევნო ოლქის შენობის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა

ხელვაჩაურში 83-ე საარჩევნო ოლქის შენობის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა

ხელვაჩაურში 83-ე საარჩევნო ოლქის შენობის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია საარჩევნო ინვენტარის ნაწილი, კაბინები, ყუთები და ქსეროქსის აპარატები. ასევე, დაზიანდა გასული არჩევნების საარქივო დოკუმენტები. ამ დროისთვის უცნობია ცეცლის გამომწვევი მიზეზები. ზარალის ოდენობა სახანძრო-სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ოლქის თავმჯდომარის ომარ ვარშანიძის განმარებით, საარჩევნო ინვენტარის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა, რაც შეეხება საარქივო მასალას, მისივე განხცხადებით დოკუმენტაციას ვადა გასული ჰქონდა და პრობლემას არ წარმოადგენს. შემთხვევის...

    აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა.

აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ხულოს გამგეობაში იმყოფებიან, სადაც საგზაო დეპარტამენტის და მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მტავრობა ავრცელებს.  ხულოსა და შუახევში გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად საფრთხე რამდენიმე ოჯახს შეექმნა. ასევე, ბარათაულის გზაზე ადგილი ჰქონდა წყლის მოვარდნას, რამაც მოძრაობა დროებით...

    უამინდობის გამო ხულოს 500-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

უამინდობის გამო ხულოს 500-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

უამინდობამ პრობლემები შექმნა ხულოს მუნიციპალიტეტში. დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება 500-მდე აბონენტს. რამდენიმე სოფელში განვითარდა მცირე მეწყრული და ღვარცოფული პროცესები. რაც შეეხება კურორტ გოდერძს, აქ უკვე წვიმს და გადაადგილების პრობლემა არ არის. ამის შესახებ ''აიპრესს'' ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მოსახლეობას უახლოეს პერიოდში მოუგვარდება ეს პრობლემა. რაც შეეხება მეწყერს და ღვარცოფს, მისივე ინფორმაციით მოსახლეობისთვის...

    ნინო ბურჯანაძემ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

ნინო ბურჯანაძემ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო"-მ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმში მერის პოზიციაზე ომარ ფარტენაძე იბრძოლებს. ქობულეთი - სულიკო რომანაძე ხელვაჩაური - ვაჟა ცინცქილაძე ქედა - ზვიად ფარტენაძე შუახევი - რამინ ზოიძე ხულოს მუნიციპალიტეტში ბლოკს მერობის კანდიდატი დღეს არ წარმოუდგენია. პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ "რეგიონში ყველაზე მიუკერძოებელი კანდიდატები ჰყავთ, არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გარიგებაზე არ წასულან" - აქედან გამომდინარე მოსახლეობას...

    აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება დაიწყო

აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება დაიწყო

დღეს შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა რ მთავრობა ავრცელებს.  სამუშაოების დაწყების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა და ისტორიული პროექტის...

    "National Geographic Traveler" აჭარის შესახებ სტატიებსა და ვიდეოს მოამზადებს

"National Geographic Traveler" აჭარის შესახებ სტატიებსა და ვიდეოს მოამზადებს

“National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს. ოქტომბრის ბოლომდე კი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებული სტატია, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი ჟურნალის პოლონურ გამოცემაში გამოქვეყნდება. სტუმრები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდნენ. რეგიონში მოგზაურობა ჟურნალისტებმა ბათუმიდან დაიწყეს და კურურტ „გოდერძი“-ზე დაასრულეს. მათ ობიექტივში მოხვდა მთიანი აჭარის ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის ქედის ღვინის გზა და მასზე არსებული ღვინის მარნები, ვენახები და...

    აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება იწყება

აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება იწყება

10 ოქტომბერს აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტის - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები იწყება. სამუშაოების დაწყების ცერემონია 12 საათზე შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს.  ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება. გაზსადენის დანიშნულება სამი მუნიციპალიტეტის:...

    აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ხორვატიაში სამუშაო შეხვედრები გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ხორვატიაში სამუშაო შეხვედრები გამართა

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, დეპარტამენტის სერვისებისა და პრუდუქტების, ასევე იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობა ავრცელებს.  ოფიციალური ვიზიტის მიზანი ხორვატიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების რეგიონში დანერგვაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტურიზმის სამინისტროს, ასევე დუბროვნიკის რეგიონისა და ქალაქის...

    აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალი სკოლის შენობაში გააგრძელებენ

აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალი სკოლის შენობაში გააგრძელებენ

აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალი სკოლის შენობაში გააგრძელებენ. ამის შესახებ „აიპრესს“ აჭარის სპორტის, კულტურისა და განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვიმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით მოსწავლეები ამ ეტაპზე სასწავლო პროცესს ძველი სკოლის შენობაში აგრძელებენ, თუმცა რამდენიმე დღეში საზეიმო ვითარებაში გაიხსნება აგარის ახალი საჯარო სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი. სკოლის მშენებლობოისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონ 7 ათასი ლარი დაიხარჯა. "აგარის საჯარო სკოლის ახალი შენობა რამდენიმე...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი