iMtavroba

iBusiness

იმერეთის მხარე / ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

     ქალაქ შორაპნში, ანტიკური ხანის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ შორაპნში, ანტიკური ხანის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ შორაპნის ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიურ ექსპედიციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწარმოებს პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. პროგრამის მიზანია განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლებს რესტავრაცია – კონსერვაციის სამუშაოები, რომლებიც გადაუდებლად საჭიროებენ მოვლა – პატრონობას, მეცნიერულ კვლევას და შემდეგ ეტაპზე სარესტავრაციო სამუშაოების...

    "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, იმერეთში 8 ახალი და გაფართოვდა 75 საწარმო შეიქმნა

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, იმერეთში 8 ახალი და გაფართოვდა 75 საწარმო შეიქმნა

2013 წლიდან დღემდე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, იმერეთის რეგიონში შეიქმნა 8 ახალი და გადაიარაღდა/გაფართოვდა 75 საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველო - ბიზნესის“ ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის...

    კომპანია "ქართული დაფნა" წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს

კომპანია "ქართული დაფნა" წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „ქართული დაფნა“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მამუკა კვარაცხელიასთან ერთად მოინახულეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ. საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების...

    ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის 15 კილომტერიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სოფელ როდინაულის მაცხოვრებლები, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ქალაქ ზესტაფონში შემოვლითი, მაგისტრალური, გზით ჩადიან. შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფელს პირდაპირ აკავშირებს...

    იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება

იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება

იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ საყულიისა და მაღლაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მაღლაკში 1630, ხოლო საყულიაში 5582 კომლი გაზიფიცირდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რამდენიმე ოჯახს პირადად ესტუმრა და გაზი საზეიმო ვითარებაში სიმბოლურად აანთო. ღონისძიებას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე...

    იმერეთის რეგიონში სტიქიამ პრობლემები შექმნა

იმერეთის რეგიონში სტიქიამ პრობლემები შექმნა

სტიქიას ებრძვიან იმერეთის რეგიონში. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მხარის სხვადასხვა რაიონში მოსახლეობის სახნავ-სათესი ფარტობები დატბორა. დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები. სტიქიამ პრობლემები შექმნა მოსახლეობის ენერგომომარაგების კუთხითაც. კერძოდ, ელექტროენერგია არ მიეწოდება ვანის, ზესტაფონისა და თერჯოლის მოსახლეობის ნაწილს. სტიქიასთან დაკავშირებით იმერეთის სახმარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბია შექმნილი. ზარალის დასათვლელად გუბერნიაში ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

    სოფელ მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

სოფელ მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 49-ე საზოგადოებრივი ცენტრი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში გახსნა,- ამის შესახებ ინფრომაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.  საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით მეორე სვირის მოსახლეობასთან ერთად სოფლების − პირველი სვირი, როდინაული, პირველი ობჩა, მეორე ობჩა − 5 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს. სოფელ მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრის აშენება იუსტიციის მინისტრს ადგილობრივმა მოსახლეობამ სთხოვა. თეა წულუკიანი მათ გასული წლის სექტემბერში...

    ყოფილი პოლიტპატიმარი ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

ყოფილი პოლიტპატიმარი ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

ყოფილი პოლიტპატიმარი ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს. გიორგი გოგლიჩიძემ დღეს ზესტაფონელებს თავი წარუდგინა და საარჩევნო შტაბი გახსნა. კანდიდატის თქმით, დამოუკიდებლად კენჭისყრა ქართული ოცნების კანდიდატის საწინააღმდეგოდ გადაწყიტა, რადგან მისი თქმით კახა მახათაძე ყოფილი ნაციონალია. გოგლიჩიძის მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენაა.მან ასევე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ზესტაფონელებს აწუხებს. "არ დავმალავ, მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომ კენჭი მეყარა ქართული ოცნებიდან. თუმცა, მოხდა რაც მოხდა. ამიტომ გადავწყვიტე კენჭი ვიყარო იმ რეჟიმის...

    სვირში წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ

სვირში წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ

სვირში, წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ. ადგილობრივები ქუჩაში არიან გამოსულები და დახმარებას ითხოვენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ საძოვრები წინა ხელისუფლების დროს თუ გაიყიდა. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი "აიპრესთან" ასე აცხადებს. "ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია თუ ტერიტორია წინა ხელისუფლებამ გაყიდა, დაახლოებით სამი წელია რაც ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების განთავსება დაიწყეს მესაკუთრეებმა. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, მაგრამ ამ ხელისუფლებას სოფლის მოსახლეობის წინაშე ვალდებულა აქვს...

    "პატრიოტთა ალიანსმა" იმერეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

"პატრიოტთა ალიანსმა" იმერეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისში ქუთაისისა და იმერეთის ქალაქების მერობის კანდიდტები და პარტიული სიის პირველი ნომრები წარადგინა.  რიგორც დავით თარხანმოურავმა ოპერის თეატრში შეკრებილ ამომრჩეველს განუცხადა პატრიოტთა ალიანსი არის ძალა რომელსაც შეუძლია ქვეყანა სწორ გზაზე დააყენოს და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პატრიოტთა ალიანსის იმერეთში მერობის კანდიდატების და პარტიული სიის პირველი ნომრების სია ასე გამოიყურება: ქუთაისი- მერობის კანდიდატი გია ბახტაძე. ზესტაფონი- მერობის კანდიდატი გიგა გაბრიჭიძე. თერჯოლა- მერობის კანდიდატი ხვიჩა წკეპლაძე...

    ზესტაფონში 12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონში 12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოხდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  კეთილმოწყობის სამუშაოები, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ბაღებს ჩაუტარდება. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს კვალითის დასახლებაში არსებულ N 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, თანადაფინანსებას ახდენს ასევე ადგილობრივი ბიუჯეტი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 81713 ლარია და მას...

    ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკის მოწყობაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკის მოწყობაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიხედვით მოეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის წიგნსაცავი ოთახები, მოწესრიგდება სველი წერტილები. დაწესებულებაში უკვე შეიცვალა კარ – ფანჯრები. რეაბილიტაცია უტარდება ბიბლიოთეკის ორ ოთახს. ერთ – ერთში კი სამომავლოდ უსინათლო ადამიანებისთვის შესაბამისი კუთხე მოეწყობა. ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა.

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი