iMtavroba

iBusiness

იმერეთის მხარე / საჩხერის მუნიციპალიტეტი

    იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება

იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება

იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ საყულიისა და მაღლაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მაღლაკში 1630, ხოლო საყულიაში 5582 კომლი გაზიფიცირდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რამდენიმე ოჯახს პირადად ესტუმრა და გაზი საზეიმო ვითარებაში სიმბოლურად აანთო. ღონისძიებას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე...

    იმერეთის რეგიონში სტიქიამ პრობლემები შექმნა

იმერეთის რეგიონში სტიქიამ პრობლემები შექმნა

სტიქიას ებრძვიან იმერეთის რეგიონში. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მხარის სხვადასხვა რაიონში მოსახლეობის სახნავ-სათესი ფარტობები დატბორა. დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები. სტიქიამ პრობლემები შექმნა მოსახლეობის ენერგომომარაგების კუთხითაც. კერძოდ, ელექტროენერგია არ მიეწოდება ვანის, ზესტაფონისა და თერჯოლის მოსახლეობის ნაწილს. სტიქიასთან დაკავშირებით იმერეთის სახმარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბია შექმნილი. ზარალის დასათვლელად გუბერნიაში ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

    სვირში წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ

სვირში წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ

სვირში, წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ. ადგილობრივები ქუჩაში არიან გამოსულები და დახმარებას ითხოვენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ საძოვრები წინა ხელისუფლების დროს თუ გაიყიდა. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი "აიპრესთან" ასე აცხადებს. "ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია თუ ტერიტორია წინა ხელისუფლებამ გაყიდა, დაახლოებით სამი წელია რაც ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების განთავსება დაიწყეს მესაკუთრეებმა. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, მაგრამ ამ ხელისუფლებას სოფლის მოსახლეობის წინაშე ვალდებულა აქვს...

    "პატრიოტთა ალიანსმა" იმერეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

"პატრიოტთა ალიანსმა" იმერეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისში ქუთაისისა და იმერეთის ქალაქების მერობის კანდიდტები და პარტიული სიის პირველი ნომრები წარადგინა.  რიგორც დავით თარხანმოურავმა ოპერის თეატრში შეკრებილ ამომრჩეველს განუცხადა პატრიოტთა ალიანსი არის ძალა რომელსაც შეუძლია ქვეყანა სწორ გზაზე დააყენოს და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პატრიოტთა ალიანსის იმერეთში მერობის კანდიდატების და პარტიული სიის პირველი ნომრების სია ასე გამოიყურება: ქუთაისი- მერობის კანდიდატი გია ბახტაძე. ზესტაფონი- მერობის კანდიდატი გიგა გაბრიჭიძე. თერჯოლა- მერობის კანდიდატი ხვიჩა წკეპლაძე...

    სოფელ გორდში 1000 მდე ახალგაზრდამ ოკუპაცია ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტა

სოფელ გორდში 1000 მდე ახალგაზრდამ ოკუპაცია ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტა

სოფელ გორდში ახალგაზრდული ბანაკის წევრმა აგვისტოს ომიდან 8 წლის, თავზე ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს და ამით ოკუპაცია გააპროტესტეს. ახალგაზრდების განცხადებით, ისინი უარს ეუბნებიან ოკუპაციას და გმობენ რუსეთის ქმედებებს საქართველოში. მათი თქმით ცოცხალი ჯაჭვი მესიჯია დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არ შეეგუება საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას და დანაწევრებას. "აქ 1000 მდე ახალგაზრდა შევიკრიბეთ სრულიად საქართველოს და მსოფლიოს გვინდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ ახალგაზრდები ოკუპაციას ვეუბნებით არას. ჩვენს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული ახალი თაობა...

    2008 წლის აგვისტოს ომში, იმერეთიდან 34 ჯარისკაცი დაიღუპა

2008 წლის აგვისტოს ომში, იმერეთიდან 34 ჯარისკაცი დაიღუპა

აგვისტოს ომიდან 9 წელი, იმერეთში გარდაცვლილი ჯარისკაცების საფლავების პატივგებით გაიხსენეს. ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი ჯარისკაცი დაიღუპა.დრეს მათი ოჯახის წევრებს ფულადი დახმარებები გადაეცათ. "2008 წლის 8 აგვისტო ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე ქედს ვიხრი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების წინაშე, ფასდაუდებელია მათ მიერ სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი,"– განაცხადა იმერეთში სახელმწიფო...

    ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში "ილიაობის" დღესასწაული აღინიშნა

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში "ილიაობის" დღესასწაული აღინიშნა

2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ,,ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. წლევანდელ ღონისძიებაში იმერეთის მხარე აქტიურად იყო ჩართული. ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხარაგაულის სახალხო თეატრმა, ახალგაზრდულმა დასმა ,,მარჯანიშვილელებმა“, მწერლებმა, პოეტებმა და პუბლიცისტებმა დიდი საზოგადო მოღვაწის შემოქმედება გააცოცხლეს. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში გამართულ კონცერტსა და გამოფენას იმერეთში სახელმწიფო...

    იმერეთში С ჰეპატიტისა და აივ ინფექცია/შიდსის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

იმერეთში С ჰეპატიტისა და აივ ინფექცია/შიდსის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და აიპების თანამშრომლებისთვის, C ჰეპატიტისა და აივ ინფექცია/შიდსის გამოსავლენად უფასო გამოკვლევები ჩატარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახლმეიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედ პერსონალმა უზრუნველყო. იმერეთის სამხარეო ადმინიტრაციამ C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის...

    საჩხერეს შესაძლოა მალე ენციკლოპედია ჰქონდეს

საჩხერეს შესაძლოა მალე ენციკლოპედია ჰქონდეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მალხაზ ბაზაძე საჩხერელი პოეტის მარი აბრამიშვილის შვილს, ლია აბრამიშვილსა და მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის დედას, მანანა აბრამიშვილი შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. სტუმრებმა გამგებელს თავიანთი იდეა გააცნეს, რაც საჩხერის ენციკლოპედიის დამზადებას გულისხმობს. გამგებელს ინიციატივა მოეწონა და სამომავლოდ ამ საკითხზე მუშაობაზე თანხმობა განაცხადა. მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდენენ. მალხაზ ბაზაძეს ქალბატონმა ლიამ საჩუქრად პოეტ მარი აბრამიშვლის წიგნი...

    "შეხვედრა თანამედროვე მწერალთან" - საჩხერეს გიორგი კეკელიძე ეწვევა

"შეხვედრა თანამედროვე მწერალთან" - საჩხერეს გიორგი კეკელიძე ეწვევა

პროექტ"შეხვედრა თანამედროვე მწერალთან" ფარგლებში საჩხერეს გიორგი კეკელიძე ეწვევა,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. მწერალი შეხვედრას საჩხერის კინოს სახლში 5 ივლისს, 17:00 საათხე გამართავს. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

    ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთი დღეიდან ექსპლუატაციაში სრულად შევიდა. ღონისძიებას დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი მოტომე აკისავა და ადგილობრივი ხელისუფლება დაესწრო. ზესტანოფი ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში სრულად შევიდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56 კილომეტრიანი გზა. საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი...

    საჩხერის გამგებელი, შვეიცარიაში, "ხარისხის ბრწყინვალების" კონფერენციაზეა მიწვეული

საჩხერის გამგებელი, შვეიცარიაში, "ხარისხის ბრწყინვალების" კონფერენციაზეა მიწვეული

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე 3-4 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში გასამართ საერთაშორისო კონფერენციაზეა მიწვეული,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის გაგეობა ავრცელებს. "თქვენი მუნიციპალიტეტის მიღწევები სათანადო ყურადღებას იმსახურებს,ამიტომ გეპატიჟებით კონფერენციაზე "ხარისხის ბრწყინვალება", რათა საერთაშორისო დონეზე წარმოადგინოთ თქვენი ქალაქი, ასევე გადმოგეცემათ ჯილდო - საერთაშორისო სერთიფიკატი. ჩვენი საერთაშორისო საექსპერტო საბჭო საჩხერის მუნიციპალიტეტს მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე და...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი