iMtavroba

iBusiness

იმერეთის მხარე / ტყიბულის მუნიციპალიტეტი

    იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება

იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება

იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ საყულიისა და მაღლაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მაღლაკში 1630, ხოლო საყულიაში 5582 კომლი გაზიფიცირდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რამდენიმე ოჯახს პირადად ესტუმრა და გაზი საზეიმო ვითარებაში სიმბოლურად აანთო. ღონისძიებას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე...

    იმერეთის რეგიონში სტიქიამ პრობლემები შექმნა

იმერეთის რეგიონში სტიქიამ პრობლემები შექმნა

სტიქიას ებრძვიან იმერეთის რეგიონში. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მხარის სხვადასხვა რაიონში მოსახლეობის სახნავ-სათესი ფარტობები დატბორა. დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები. სტიქიამ პრობლემები შექმნა მოსახლეობის ენერგომომარაგების კუთხითაც. კერძოდ, ელექტროენერგია არ მიეწოდება ვანის, ზესტაფონისა და თერჯოლის მოსახლეობის ნაწილს. სტიქიასთან დაკავშირებით იმერეთის სახმარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბია შექმნილი. ზარალის დასათვლელად გუბერნიაში ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

    სვირში წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ

სვირში წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ

სვირში, წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ საძოვრებს დღეს აპროტესტებენ. ადგილობრივები ქუჩაში არიან გამოსულები და დახმარებას ითხოვენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ საძოვრები წინა ხელისუფლების დროს თუ გაიყიდა. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი "აიპრესთან" ასე აცხადებს. "ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია თუ ტერიტორია წინა ხელისუფლებამ გაყიდა, დაახლოებით სამი წელია რაც ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების განთავსება დაიწყეს მესაკუთრეებმა. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, მაგრამ ამ ხელისუფლებას სოფლის მოსახლეობის წინაშე ვალდებულა აქვს...

    "პატრიოტთა ალიანსმა" იმერეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

"პატრიოტთა ალიანსმა" იმერეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისში ქუთაისისა და იმერეთის ქალაქების მერობის კანდიდტები და პარტიული სიის პირველი ნომრები წარადგინა.  რიგორც დავით თარხანმოურავმა ოპერის თეატრში შეკრებილ ამომრჩეველს განუცხადა პატრიოტთა ალიანსი არის ძალა რომელსაც შეუძლია ქვეყანა სწორ გზაზე დააყენოს და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პატრიოტთა ალიანსის იმერეთში მერობის კანდიდატების და პარტიული სიის პირველი ნომრების სია ასე გამოიყურება: ქუთაისი- მერობის კანდიდატი გია ბახტაძე. ზესტაფონი- მერობის კანდიდატი გიგა გაბრიჭიძე. თერჯოლა- მერობის კანდიდატი ხვიჩა წკეპლაძე...

    ტყიბულში N2 საჯარო სკოლაში სწავლა პარალიზებულია

ტყიბულში N2 საჯარო სკოლაში სწავლა პარალიზებულია

"ტყიბულის #2 საჯარო სკოლის შენობა მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს"- ამის შესახებ "აიპრესთან" ტყიბულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. "როცა დაიდო სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ ტყიბულის #2 საჯარო სკოლის შენობა საფრთხის შემცველია და მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამის გამო გადაწყდა, რომ მოსწავლეები პირველი საჯარო სკოლის მეორე ცვლაში გადაგვეყვანა. ორ სკოლასთან გვქონდა მოლაპარაკება, #3 და #1 საჯარო სკოლებთან, #3 საჯარო სკოლის კერძო მესაკუთრე და სამინისტრო ვერ შეთანხმდა, რის გამოც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების პირველ...

    ტყიბულში მეშახტეთა პროფესიული დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს

ტყიბულში მეშახტეთა პროფესიული დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს

მეშახტის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ ქართველი კომპოზიტორის ალექსანდრე ბასილაიას სახელობის სკვერი გახსნეს. ცერემონიას კომპოზიტორის მეუღლე ლუიზა კობალაძე, ანსამბლ ,,ივერიის“ წევრები და მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ესწრებოდნენ. მომღერლებმა...

    "ევროპულმა საქართველომ" ტყიბულში მერობის კანდიდატი წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" ტყიბულში მერობის კანდიდატი წარადგინა

,,ევროპულმა საქართველომ ტყიბულში მერობის კანდიდატად რუსლან ჯულაყიძე წარადგინა პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ კანდიდატის წარდგენასთან ერთად ადგილობრივებს, საარჩევნო პროგრამა გააცნეს, რომლის თანახმად თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯების, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. ტყიბულში პენსია 25 - ლარით მოიმატებს. შეგახსენებთ, რომ ,,ევროპულ საქართველოს" იმერეთის მასშტაბით, კანდიდატები წყალტუბოსა და საჩხერეში ჰყავს წარდგენილი.

    სოფელ გორდში 1000 მდე ახალგაზრდამ ოკუპაცია ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტა

სოფელ გორდში 1000 მდე ახალგაზრდამ ოკუპაცია ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტა

სოფელ გორდში ახალგაზრდული ბანაკის წევრმა აგვისტოს ომიდან 8 წლის, თავზე ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს და ამით ოკუპაცია გააპროტესტეს. ახალგაზრდების განცხადებით, ისინი უარს ეუბნებიან ოკუპაციას და გმობენ რუსეთის ქმედებებს საქართველოში. მათი თქმით ცოცხალი ჯაჭვი მესიჯია დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არ შეეგუება საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას და დანაწევრებას. "აქ 1000 მდე ახალგაზრდა შევიკრიბეთ სრულიად საქართველოს და მსოფლიოს გვინდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ ახალგაზრდები ოკუპაციას ვეუბნებით არას. ჩვენს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული ახალი თაობა...

    2008 წლის აგვისტოს ომში, იმერეთიდან 34 ჯარისკაცი დაიღუპა

2008 წლის აგვისტოს ომში, იმერეთიდან 34 ჯარისკაცი დაიღუპა

აგვისტოს ომიდან 9 წელი, იმერეთში გარდაცვლილი ჯარისკაცების საფლავების პატივგებით გაიხსენეს. ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი ჯარისკაცი დაიღუპა.დრეს მათი ოჯახის წევრებს ფულადი დახმარებები გადაეცათ. "2008 წლის 8 აგვისტო ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე ქედს ვიხრი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების წინაშე, ფასდაუდებელია მათ მიერ სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი,"– განაცხადა იმერეთში სახელმწიფო...

    ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში "ილიაობის" დღესასწაული აღინიშნა

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში "ილიაობის" დღესასწაული აღინიშნა

2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ,,ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. წლევანდელ ღონისძიებაში იმერეთის მხარე აქტიურად იყო ჩართული. ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხარაგაულის სახალხო თეატრმა, ახალგაზრდულმა დასმა ,,მარჯანიშვილელებმა“, მწერლებმა, პოეტებმა და პუბლიცისტებმა დიდი საზოგადო მოღვაწის შემოქმედება გააცოცხლეს. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში გამართულ კონცერტსა და გამოფენას იმერეთში სახელმწიფო...

    ტყიბულში სოციალური სამრეცხაო გაიხსნა

ტყიბულში სოციალური სამრეცხაო გაიხსნა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ჩეხური არასამთავრობო ორგნიზაცია ,,PIN“- ს ძალისხმევით ტყიბულში ახალი სერვისი, სოციალური სამრეცხაო გაიხსნა, რომლითაც ყოველთვიურად 100-მდე მოქალაქე ისარგებლებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  საზეიმო ვითარებაში ლენტი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნელი ქარელმა და პროექტის კოორდინატორმა, თეონა ფურცხვანიძემ გაჭრეს. სოციალური სამრეცხაო ძირითადათ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მოემსახურება და კვირაში...

    იმერეთში С ჰეპატიტისა და აივ ინფექცია/შიდსის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

იმერეთში С ჰეპატიტისა და აივ ინფექცია/შიდსის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და აიპების თანამშრომლებისთვის, C ჰეპატიტისა და აივ ინფექცია/შიდსის გამოსავლენად უფასო გამოკვლევები ჩატარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახლმეიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედ პერსონალმა უზრუნველყო. იმერეთის სამხარეო ადმინიტრაციამ C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი