iMtavroba

iBusiness

კახეთის მხარე / საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

    XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება. მუზეუმი, ტაძრის შესასვლელის მარჯვნივ, XVI საუკუნის დროიდენდილი საეპისკოპოსო სასახლის ადგილას განთავსდება. ამ მიზნით, ყოფილი სასახლის კედელებისა და ქონგურების ფრაგმენტების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. იგეგმება ასევე შენობის კრამიტით გადახურვა და შიდა სამუშაოები. სიძველის მუზეუმში 2005 წლიდან დღემდე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფექტები განთავსდება, ამავე სივრცეში დაგეგმილია ხატების სარესტავრაციო...

    ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა

კახეთში 5000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წლით უზრუნველყოფა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარეობს მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის ტორკრეტირება. რეაბილიტაცია უტარდება სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი). გათვალისწინებულია საექსპლუატაციო გზის მოწყობა.  „საქართველოს...

    კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეეზღუდება

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეეზღუდება

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 დეკემბერს აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება. ყვარლის მუნიციპალიტეტი: 10:30-დან 17:00 საათამდე სოფლები: გავაზი, ზინობიანი, ჩანთლისყურე, ოქტომბერი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი: 10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: მანავი, თოხლიაური. 11:40-დან 12:20 საათამდე ქალაქ საგარეჯოს ნაწილი. სიღნაღის მუნიციპალიტეტი: 11:00-დან 13:30 საათამდე სოფლები: ძველი ანაგა, ხირსა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი: 10:00-დან 17:00 საათამდე სოფლები: თამარიანი, ჭიაური, სვიდება. თელავის...

    საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამის სესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.  ახლადგახსნილი ბაღი საგარეჯოს მუნციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, მერის მოადგილემ პაატა ასრათაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ოთარ ჩალათაშვილმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა არჩილ ჯაბადარმა, ა.ა.ი.პ საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა...

    ლოპოტას ტბის კომპლექსში რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს

ლოპოტას ტბის კომპლექსში რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს

კახეთში, ლოპოტას ტბის კომპლექსში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს. სემინარი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებას. კახეთში მოღვაწე ადვოკატებს საკუთარ გამოცდილებას ამერიკელი კოლეგები და ექსპერტები უზიარებენ. ,,ჩვენთან სტუმრად იმყოფება ჯორჯიის შტატის დელეგაცია, ექსტრა კლასის ადვოკატები, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში მოღვაწეობის საკუთარ გამოცდილებას კახელ კოლეგებს უზიარებენ. მოგეხსენებათ...

    სოფელ ბაკურციხეში მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს

სოფელ ბაკურციხეში მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს. ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ვარაუდით, ტაძარი შუა საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული. „უნდა მივმართოთ ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რათა ჩამოვიდნენ სპეციალისტები და დეტალური გამოკვლევა მოხდეს, შემდეგ კი აღდგენა პირვანდელი სახით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და რიყის ქვითაა ნაშენი. ვისი სახელობისაა არ ვიცით. მნიშვნელოვანია იმით, რომ მეცნიერებისთვის სრულიად უცნობი ძეგლია. ჩემი...

    სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის

სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის

სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობი იწვის. ხეობაში დილიდან დიდი დაკვამლიანებაა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 12 კილომეტრში გავრცელდა და ის ხმელ ხეებს და ბალახს უკიდია. ხანძარსაწინააღმდეგო პროცესს მიუვალი ადგილები ართულებს, რის გამოც ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ მიდიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიის დაზვერვითი სამუშაოები გამთენიისას განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.

    საგარეჯოში, ტყის ქვედა საფარში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგარეჯოში, ტყის ქვედა საფარში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგარეჯოში, ტყის ქვედა საფარში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე, ტყის ქვედა საფარში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისათვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ნახანძრალ ტერიტორიაზე ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი უკვე დაასრულეს და ადგილზე სამონიტორინგო სამუშაოების ჩატარების მიზნით...

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და საავტომობილო გზა გადაკეტა. მათი თქმით, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს კუთვნილი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები, წინა ხელისუფლებამ კერძო პირზე გაასხვისა, რომელმაც მიწა ,,საქართველოს ბანკში,, ჩადო და დღეს უკვე ბანკი აპირებს მის გაყიდვას.მოსახლეობა ამბობს,რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული მიწის ფართობს ყოველწლიურად ამუშავებდნენ, ახლა კი ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და გლეხებს საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების უფლებას არ...

    პირველადი მონაცემებით კახეთში ოპოზიციური პარტიების 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა

პირველადი მონაცემებით კახეთში ოპოზიციური პარტიების 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა

კახეთის საარჩევნო ოლქების მიხედვით, ოპოციზიური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის სულ 11-მა კანდიდატმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: გურჯაანი #16 საარჩევნო ოლქი ვალერი ბარნაბიშვილი (“ევროპული საქართველო”) – 56.36% #17 საარჩევნო ოლქი- ვალერი ირომაშვილი- 52,05; დედოფლისწყარო #3 საარჩევნო ოლქი შალვა ხორნაული(“პატრიოტთა ალიანსი”) – 51.63% #9 საარჩევნო ოლქი ავთანდილ ხარხელაური(“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 48.04% ლაგოდეხი #2 საარჩევნო ოლქი ბესიკ...

    საგარეჯოში "ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი ერბოწონაშვილი ლიდერობს

საგარეჯოში "ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი ერბოწონაშვილი ლიდერობს

№11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 50 უბნიდან ამ დროის მონაცემებით, დათვლილია 32 უბნის შედეგები. თვითმმართველი თემის მერობის არჩევნებში საგარეჯოს ოლქში მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა. ამ დროის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი, გიორგი ერბოწონაშვილი ლიდერობს. მან ხმების 69,37 % მოაგროვა. მეორე ადგილზე ხმების 12,88 %-ით არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილი; მესამე ადგილს იკავებს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ამირან სონიშვილი 9,95 %-ით, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა სოსლან გარსევანიშვილმა კი, ხმების 7,74% დააგროვა. რაც...

    კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა

კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა

კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა. მათგანი 2 საჩივარი შევიდა ლაგოდეხის საოლქო კომისიაში. ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მარიკა გიორგაძის თქმით, ორივე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. თელავის საოლქო კომისიაში ევროპულმა საქართველომ დაწერა საჩივარი, რომელიც კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის თქმით, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი უბანთან ახლოს ეწეოდა აგიტაციას. ერთი საჩივარი დაიწერა, ასევე, ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ერთიანი...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი