iMtavroba

iBusiness

მცხეთა-მთიანეთის მხარე / დუშეთის მუნიციპალიტეტი

    სოფელ თვალივში ხანძრის შედეგად დამწვარი მიწის ფართობი 1.8 ჰექტარს შეადგენს

სოფელ თვალივში ხანძრის შედეგად დამწვარი მიწის ფართობი 1.8 ჰექტარს შეადგენს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალივში ხანძრის ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც დასკვნით ზომებს, დღის მეორე ნახევარში მიიღებენ,- ამის შესახე ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია ვრცელებს.  "23 აგვისტოს, დღის ბოლოსთვის, ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თვალივში მოხდა ცეცხლის კერების ლოკალიზაცია. დაიგეგმა მიღწეული შედეგის შენარჩუნება ღამის განმავლობაში, რის შემდეგაც, მომდევნო დღეს, ადგილზე მომუშავე მეხანძრე-მაშველების ჯგუფი...

    დუშეთის მუნიციპალიტეტში ხანძარია

დუშეთის მუნიციპალიტეტში ხანძარია

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალივში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ინფორმაციით, ხანძარი იგივე ადგილზეა, სადაც გუშინ და გუშინწინ იყო. კერების წარმოქმნა იგივე კერებზე მოხდა. ფართობიც იგივეა და მისი გაზრდა არ მოხდარა. "იგივე ადგილია, სადაც გუშინ და გუშინწინ ხდებოდა ამბები. 1 სმ-ით არ გაზრდილა ფართობი. კერების წარმოქმნა მოხდა იგივე დამწვარ ფართობზე", - განუცხადეს "აიპრესს" სააგენტოში.

    29 ივლისს სოფელ ჩარგალში სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" 2017 გაიმართა

29 ივლისს სოფელ ჩარგალში სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" 2017 გაიმართა

29 ივლისს, ფშავში, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ 2017 გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. დღესასწაულზე ორგანიზებული იყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: დამსწრე საზოგადოებისათვის გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული დოღი, კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ვაჟა-ფშაველას შემოქმედების თაყვანისმცემლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის...

    ერთი კვირის განმავლობაში ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლა სრულად აღდგება

ერთი კვირის განმავლობაში ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლა სრულად აღდგება

6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე არღუნმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 75-კმ 100 მონაკვეთი დააზიანა, რის გამოც მოცემულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა ჩაიკეტა. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე ადგილზე მოხდა კომპანია „ცეკურის“ მძიმე ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, დღეის მდგომარეობით, კმ 75-კმ 91 მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები გზის დარჩენილ მონაკვეთზე (კმ 92-კმ 100). დაახლოებით ერთი კვირის ვადაში...

    რა მდგომარეობაა დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შემდეგ

რა მდგომარეობაა დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შემდეგ

მიმდინარე წლის 6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული: ჭართლის, გუდამაყრის, ბარისახოს, ფასანაურის, ქვეშეთის, შატილისა და მაღაროსკარის. გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა ბურსაჭირი, ჩოხი, ლუთხუბი, ბაკურხვის საავტომობილო გზები. ინტენსიურად მიმდინარობს გაწმენდითი სამუშაოები. ამჟამად მიმოსვლა აღდგენილია ყველგან. ელექტროენერგია მიეწოდება ყველა სოფელს. ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებულია მენესოს, მუგუდას, სონდასა და ჟუღისი-ვაშლობის გზები. ამ დროისათვის მიმდინარეობს...

    მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, - შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში; დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად...

    მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში შპს „ქართული ხილის კომპანიამ“ ვაშლის ბაღი გააშენა,- ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ავრცელებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შპს „ქართული ხილის კომპანიის“ მიერ 10 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერა. აღნიშნული კომპანია პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და ნერგების შეძენისათვის 100 000 ლარის...

    მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ახალ კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს 450–კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის ვიდეო, აუდიო, გახმოვანებისა და განათების სისტემებით. შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო დარბაზები, საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო,  საკონფერენციო, ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები. 2012 წელს მომხდარი ხანძრის გამო, ქალაქი მცხეთა კულტურის...

    მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირ-ფესტივალი ჩატარდა

მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირ-ფესტივალი ჩატარდა

კულტურათა გადაკვეთის საპროექტო ასოციაციის სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების (CCPA/OFFS) რეგიონალურმა ოფისმა აღმოსავლეთ ევროპაში მ.წ. 25-26 მაისს ქალაქ მცხეთაში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდებისთვის, ფეხბურთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირ-ფესტივალი ჩაატარა,-  ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ღონისძიება ევროპის ფეხბურთის ასოციაციათა კავშირის (UEFA) და ქუჩის ფეხბურთის მსოფლიო (Street Football World) ერთობლივი საერთაშორისო პროექტის „ბავშვთა დანაშაულის...

    გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის’’ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითა და თანდაფინანსებით ამბულატორიის რეაბილიტაცია განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სათანადო პირობების უქონლობის გამო, გრემისხევის მოსახლეობისთვის ამბულატორიული მომსახურების მიღება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ამბულატორია თანამედროვე სტანდარტების...

    "ხატე საქართველოსთვის" - მცხეთა საერთაშორისო არტ-ფესტივალს მასპინძლობს

"ხატე საქართველოსთვის" - მცხეთა საერთაშორისო არტ-ფესტივალს მასპინძლობს

22 მაისს ქალაქ მცხეთაში მეხუთე საერთაშორისო არტ-ფესტივალი "ხატე საქართველოსთის" გაიხსნება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას. წლევანდელ ფესტივალში, ისევე როგორც მის დასკვნით გამოფენაში, მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, სირიიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან და საქართველოდან (სულ 24 მხატვარი და სამი საერთაშორისო კურატორი). დეტალური ინფორმაცია მონაწილეების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ ფესტივალის...

    დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა

11 მაისს, ქ. დუშეთში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით თითოეული სოფლისათვის ამოქმედდა,- ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.  26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ყავდა: ქ. დუშეთის მიმართულებით, მოქალაქეებთან ერთად, სხვდასხვა მარშრუტებით იმგზავრეს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა- ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა-ვაჟა ჩოხელმა, გამგებლის პირველმა...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი