iMtavroba

iBusiness

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე / ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

    სოფელ ყულიშკარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახიდან ერთი დროებით ქირით იცხოვრებს

სოფელ ყულიშკარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახიდან ერთი დროებით ქირით იცხოვრებს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახიდან ერთ-ერთი დროებით ქირით იცხოვრებს, რასაც მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. მერიის სოციალური განყოფილების უფროსის გოგი რევიას თქმით, დაზარალებულებს ბინას ზუგდიდში უქირავებენ. "სოფლის რწმუნებული უკვე უმზადებს საბუთებს, ბინას თავად აარჩევენ, ჩვენ კი ყოველთვიურად 100 ლარს გადავუხდით, სანამ სახლის აღდგენითი სამუშაოები არ დასრულდება", - აღნიშნა რევიამ. რაც შეეხება მეორე ოჯახს, ის იქვე მდგომ პატარა ნაგებობაში დარჩება. გარდა ამისა, ოჯახი პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარიან...

    15 დეკემბრის 08:00-დან 23:00 საათამდე ანაკლიიის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

15 დეკემბრის 08:00-დან 23:00 საათამდე ანაკლიიის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

15 დეკემბრის 08:00 საათიდან 23:00 საათამდე ანაკლიაში მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცლებს. 

    ზუგდიდში, სოფელ ყულიშაკარში წუხელ გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდში, სოფელ ყულიშაკარში წუხელ გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშაკარში წუხელ გვიან ღამით მაქაცარიაების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პროკოპენკოს თქმით, სახანძრო დრულად მოვიდა თუმცა, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დახმარებას მისი ცნობით, ოჯახს პროგრამით გათვასლიწინებული 1000 ლარს და სამასალე მერქანს მიიღებს. „მსგავსი შემთხვევების დროს სახელმწიფო ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული 1000 ლარი და სამასალე მერქანით ეხმარება. სამწუხარო ფაქტი მოხდა, ოჯახმა 70 000-მდე ლარით იზარალა. ცეცხლი სავარუდოდ გაყვანილობას გაუჩნდა“,- აღნიშნა...

    ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, ვიცე მერ გია გულორდავასთან და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ლაშა გოგია კახათში, კოკსა და ორსანტიაში დასრულებულ და მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კახათში, რუსთავე\ლის ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ჯამში რეაბილიტირდა 2800 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი...

    სამეგრელო-ზემო სვანეთის ადვოკატები: ვიღაცის კაპრიზების გამო რატომ უნდა ჩატარდეს მეორე ტური?!

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადვოკატები: ვიღაცის კაპრიზების გამო რატომ უნდა ჩატარდეს მეორე ტური?!

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატებმა დღეს ფოთში ბრიფინგი გამართეს. მათ ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. კერძოდ, მათი განცხადებით დავით ასათიანმა არჩევნებში დიდი უპირატესობით მოიგო და მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ. "ჩვენი შეხვედრა მიზნად ისახავს ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართული სამარცხვინო აქციების შეწყვეტის მოწოდებას. ჩვენ ვემიჯნებით ლანჩავა-კორძაძის ბინძურ კამპანიას, კოლეგებს უნდა ეყოთ სინდისიც, ნამუსიც და გამბედაობაც, რომ აღიარონ ეს დამარცხება. 160 ხმა...

    სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შემთხვევა 8 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქე მსუბუქი ავტომობილით ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

    ზუგდიდში, სოფელ ურთაში წუხელ ღამით ერთ-ერთ ოჯახს მგელმა ძროხა დაუგლიჯა

ზუგდიდში, სოფელ ურთაში წუხელ ღამით ერთ-ერთ ოჯახს მგელმა ძროხა დაუგლიჯა

სოფელ ურთაში წუხელ ღამით ერთ-ერთ ოჯახს მგელმა ძროხა დაუგლიჯა. ამის შესახებ „აიპრესს" სოფლის მცხოვრებმა ზაურ კვირკველიამ განუცხადა. "მრავალჯერ მივედით, მგლებზე ნადირობის ლიცენზია რომ მოგვცენ, არადა გარემოს დამცველები ჯარიმებით გვემუქრებიან. 6 ათასი ლარიო ერთ სულ მგელს თუ მოვკლავთ. ვერ გავდივართ სანადიროდ. ლიცენზიას კიდევ რა კრიტერიუმებით არიგებენ, არ ვიცი“, - აღნიშნა კვირკველიამ. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ რომ შინაური პირუტყვის დაგლეჯის შესახებ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ. მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა მერის წარმომადგენელმა ურთაში ბადრი ნინუამ...

    რუხისა და კახათას სოციალურ საცხოვრისების ბენეფიციარებს ექიმის მომსახურებაც გაეწიათ

რუხისა და კახათას სოციალურ საცხოვრისების ბენეფიციარებს ექიმის მომსახურებაც გაეწიათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ და მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ, ზუგდიდში სოციალურ საცხოვრისში, რუხსა და კახათში ბენეფიციარები მოინახულეს და მედიკამენტები გადასცეს. ბენეფიციარებს ექიმის მომსახურებაც გაეწიათ. რუხში მცხოვრებ ბენეფიციარს კი ამ დღეებში საშეშე მერქანსაც გადასცემენ. ბენეფიციარებთან ვიზიტის მიზანი მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა იყო.

    ზუგდიდი საუკეთესო მუნიციპალიტეტთა ხუთეულში დასახელდა

ზუგდიდი საუკეთესო მუნიციპალიტეტთა ხუთეულში დასახელდა

პროექტ "ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობისთვის“, საუკეთესო 5 მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს, დავით ჭანტურიას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. კვლევის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე...

    ზუგდიდის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "აიპრესს" ინფორმაცია მერიასი დაუდასტურეს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ესებუამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 4 დეკემბერს დატოვა. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას, მერიაში განაცხადეს, რომ ერთი მეორესთან კავშირში არ არის. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზედამხედველობის და არქიტეტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მაშინ დააკავეს, როცა...

     სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფრის გახსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფრის გახსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ასოციაცია ,,მერკურმა“ და HunanDoc Foundation-მა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფრის გახსნის საპატიო ცერემონია გამართეს. თავშესაფრისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაცია და თავშესაფრის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია პროექტის ,, ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა...

    ზუგდიდი საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისის სხდომა გაიმართა

ზუგდიდი საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისის სხდომა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისის სხდომა გაიმართა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.  კომისიის წევრებმა მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღეს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ. საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა აქტიურად გრძელდება. განხილვაში მონაწილეობა თავისუფალია.  ზუგდიდის მერია საკრებულოში ბიუჯეტის...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი