iMtavroba

iBusiness

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე / მესტიის მუნიციპალიტეტი

    "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" სამეგრელოში მორიგი კვლევა ჩაატარა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" სამეგრელოში მორიგი კვლევა ჩაატარა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისმა ზუგდიდისა და სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესინტერესების შესახებ კვლევა წარმოადგინა. კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად 6 პირია რეგისტრირებული, ამათგან 5 სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია; ზუგდიდის მერობის ექვს კანდიდატს შორის მხოლოდ ერთია ქალი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიულ სიების...

    მესტიაში დევნილთა საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა

მესტიაში დევნილთა საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მესტიაში გამართულ დევნილთა საარსებო წყაროების ფორუმს დაესწრო,- ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. ფორუმის მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს საარსებო წყაროების მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნეს. დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ქვეყანაში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამებში ჩართულიყვნენ. დევნილთა საარსებო...

    დომენტი სიჭინავა ლაშა გოგიას: თუ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ პრემია-დანამატი, არჩევნებში 41-ს შემოვხაზავ

დომენტი სიჭინავა ლაშა გოგიას: თუ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ პრემია-დანამატი, არჩევნებში 41-ს შემოვხაზავ

„ბატონო ლაშა, მომწონს, რაც თქვენ თქვით, მაგრამ მინდა გითხრათ, საჯაროდ ვიტყვი. თქვენ ახსენეთ, რომ 9 თვეა მუნიციპალიტეტის თავკაცი ხართ. თუ დამიმტკიცებთ, რომ თქვენ და თქვენს მოადგილეებს ამ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ პრემია და დანამატი, მე - ზვიად სიჭინავა, 21 ოქტომბერს 41 ნომერს შემოვხაზავ“, - ასე მიმართა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ ზუგდიდის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“, ლაშა გოგიას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში - „თვითმმართველობა2017“. „თუ თქვენ ამის დასტურს მომცემთ, მე ამას...

    სოზარ სუბარმა სამეგრელოს რეგიონში განახლებული საბავშვო ბაღები მოინახულა

სოზარ სუბარმა სამეგრელოს რეგიონში განახლებული საბავშვო ბაღები მოინახულა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, სოციალური პროექტის განხორციელების მიზნით, გრანტებს გადასცემს. პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 21 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზუგდიდის რაიონის...

    სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთვება

სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთვება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში დღეიდან ავიაცია ჩაერთვება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი. „ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით წინასწარ მოხდება მოსახლეობის...

    ზუგდიდში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობასთან დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და კომპენსაციას ითხოვენ. მათ აქციაზე მავნებლის მიერ გაფუჭებული თხილი და სიმინდი მიიტანეს და შენობის შესასვლელთან დაყარეს. „ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო თხილის მოსავალი იყო. ფაროსანამ თხილი გაანადგურა, ახლა სიმინდსაც ანადგურებს. ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებთ. სასწრაფოდ შეიქმნას კომისია, დათვალონ ზარალი და შემდეგ მოხდეს მისი ანაზღაურება", - ამბობენ აქციის...

    ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტში 10 ხიდია წაღებული

ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტში 10 ხიდია წაღებული

ძლიერმა წვიმამ მესტიაში მდინარეების - მესტიაჭალა, მულხურა და დოლრაჭალის ადიდება გამოიწვია,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სმინისტრო ავრცელებს.  სტიქიამ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა დააზიანა. მესტია-ჯახუნდერის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ბოძების დაზიანების საფრთხის გამო, ოპერატიულად ჩატარდა სამუშაოები და შედეგად ელექტოენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. ადიდებულმა მდინარემ ორ ადგილას სასმელი წყლის მილები დააზიანა, რის გამოც მესტიის მოსახლეობას წყალი ალტერნატიული წყაროებიდან მიეწოდება. მუნიციპალიტეტში წაღებულია 5...

    უხვმა ნალექმა მესტიის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა მესტიის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

წუხელ, გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია, რამაც "მესტია 1" მესტია 2" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესრულებული სამუშაოები მთლიანად წალეკა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი "აიპრესთან" აცხადებს, წვიმამ ასევე წალეკა კოტეჯი და საცხოვრებელი სახლი. "ადიდებული მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და ირგვლივ არსებული ტერიტორია და შესრულებული სამუშაოები მთლიანად წაიღო, ასევე კოტეჯი და საცხოვრებელი სახლი",-განაცხადა ჟორჟოლიანმა. შეგახსენებთ, რომ ჰიდროელექტროსადგურების...

    სვანეთში მყინვარზე უნგრელი ტურისტი გარდაიცვალა

სვანეთში მყინვარზე უნგრელი ტურისტი გარდაიცვალა

როგორც მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, ტურისტების ოთხკაციანი ჯგუფი მყინვარის დასალაშქრად იყვნენ ასულები რა დროსაც ერთერთს ქვა მოხვდა და გარდაიცვალა. "ადგილზე გამოძახებისთანავე ასულები იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ტანამშრომლები, თუმცა ტურისტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,"-აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

    ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, შიდა ქართლის მსგავსად, ოკუპაციის მუზეუმები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივაც გაიხსნება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ხურჩაში გამართული შეხვედრისას განაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული ბიბლიოთეკა მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ბიბლიოთეკარები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პროექტში "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად" ჩაერთნენ. "დღეს...

    აზიურ ფაროსანას გამოწვეულ პრობლემებს სამეგრელოში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი იკვლევს

აზიურ ფაროსანას გამოწვეულ პრობლემებს სამეგრელოში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი იკვლევს

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი ადგილზე ეცნობა. ამერიკის წამყვანი ენტომოლოგი საქართველოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ეწვია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა...

    განმუხურის სანაპირომდე მისასვლელი 6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

განმუხურის სანაპირომდე მისასვლელი 6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

დარჩელი - განმუხურის 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. ასევე, აშენდა ახალი რკინა-ბეტონის ხიდი, გაკეთდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.  სამუშოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი