iMtavroba

iBusiness

სამცხე-ჯავახეთის მხარე / ადიგენის მუნიციპალიტეტი

    სოფელ გიორგიწმინდაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ გიორგიწმინდაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასველელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ამ ეტაპზე, გზაზე ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 1,35 კმ. სიგრძის გზაზე მოეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 379 999 ლარით ფინანსდება.

    ადიგენში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ადიგენში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს,- ამის შესახბ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაიმართა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. 2008 წელს რუსეთ- საქართველოს ომში ადიგენიდან 3 ჯარისკაცია გარდაცვლილი - დევი ჩადუნელი, ალექსანდრე ზაზაშვილი და არტემ ბალახაშვილი. სამივე...

    შატილში, საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია, მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდული აქვს

შატილში, საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია, მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდული აქვს

მიმდინარე წლის 6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული: ჭართლის, გუდამაყრის, ბარისახოს, ფასანაურის, ქვეშეთის, შატილისა და მაღაროსკარის. რა მდგომარეობაა დღესდღეობით შატილში,- ამასთან დაკავშირებით "აიპრესი" ერთ-ერთ მაცხოვრებელს, მაყვალა დაიაურს ესაუბრა. "ამ წუთშიც არ გვაქვს შუქი და ის მდინარეც, რომელზეც არის ჩვენი მიკროჰესი შეერთებული, მე არ გადავსულვარ იქით, მაგრამ როგორც ამბობენ იშლამება და ითიშება. და ჩვენი ჰესი არის ავარიული და მისახედი. რაც შეეხება სამანქანო გზას, მაყვალა დაიაური...

    გორგულის ხიდის მშენებლობა დასრულდა

გორგულის ხიდის მშენებლობა დასრულდა

ადიგენი, გორგული, უდე, არალის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე არსებული ხიდის მშენებლობა დასრულდა,- ამის შესახებ ნფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ხიდი მეტალის კონსტრუქციის 6 მეტრი სიგანის და 24 მეტრი სიგრძის არის, რომლიც 8 სოფელს დააკავშირებს დაბასთან და ასეულობით მოქალაქე ისარგებლებს.

    სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

1 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რომელშიც 13 ადგილობრივი დასაქმდა, 60 აღსაზრდელის მიღება შეეძლება. საბავშვო ბაღი აქ ბოლო 30 წელია არ ფუნქციონირებდა. შენობის სრულ რეაბილიტაციას 165 476 ლარი მოხმარდა. იგი სამ სოფელს ფერსას, გიორგიწმინდასა და მუგარეთს მოემსახურება.

    ადიგენის მუნიციპალიტეტში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნა

ადიგენის მუნიციპალიტეტში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნა

ადიგენის მუნიციპალიტეტში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, გარდაცვლილ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებების ფარგლებში სამამულო ომის ვეტერანებს მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი ფულადი საჩუქარი გადაეცათ. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 72–ე წლის თავს.

    სოფელ ჭოპორტში დასუფთავების აქცია გაიმართა

სოფელ ჭოპორტში დასუფთავების აქცია გაიმართა

12 აპრილს, სოფელ ჭოპორტში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ი სამსახურისა და ჭოპორტის თემის ადგილობრივი ხელმძღვანელობის თაოსნობით, ჭოპორტის სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით დასუფთავების ღონისძიება გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  აქციის მონაწილეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს 3 კილომეტრიანი ზონა...

    სამცხე ჯავახეთმა ტურიზმის განვითარების პირველ რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლა

სამცხე ჯავახეთმა ტურიზმის განვითარების პირველ რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლა

სამცხე ჯავახეთმა ტურიზმის განვითარების პირველ რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლა. ღონისძიება ბორჯომში გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ღონისძიება მიზნად ისახავდა რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და პრიორიტეტების გამოკვეთას და სამომავლო გეგმებზე მსჯელობას. პროექტის ორგანიზატორების თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების გამოვლენა ხელს შეუწყობს მხარის პოპულარიზაციასა და მის უკეთ წარმოჩენას. მათივე განმარტებით, USAID-ის პროექტმა Zrda...

    ადიგენის მუნიციპალიტეტმა დამატებით ასი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა

ადიგენის მუნიციპალიტეტმა დამატებით ასი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა

ადიგენის მუნიციპალიტეტმა დმატებით კიდევ ასი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  გამგეობის ცნობით, აღნიშნული ურნები სოფლებში უახლოეს მომავალში განთავსდება. ,,სისუფთავე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ ნაგავშემკრები კონტეინერების დამატება მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკს“- განაცხადა მუნიციპალუტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ.

    სოფელ ქვემო სხვილისში გზის მშენებლობა განახლდა

სოფელ ქვემო სხვილისში გზის მშენებლობა განახლდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახლდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის სოფელ ქვემო სხვილისის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე (740მ.) ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯედიტან 180 665 ლარით ფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. 

    სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კულტურის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კულტურის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 2018 წელს რეგიონის კულტურის პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ კულტურის სამინისტროსა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის პირველი სამუშაო Skype-კონფერენცია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  კონფერენცია კულტურის მინისტრის მოადგილეს ლევან ხარატიშვილს მიჰყავდა, შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეები და...

    გახარია პრემიერის ინიციატივაზე: გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი, 360 გრადუსიანი ხედის ლოკაცია

გახარია პრემიერის ინიციატივაზე: გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი, 360 გრადუსიანი ხედის ლოკაცია

"სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს თანხას ტურიზმის განვითარებაში. დღეს ჩვენ მთავრობაზე გავიტანეთ საკითხი დეტალური განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე, რაზეც მთავრობისგან ნებართვა მივიღეთ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. " ამ თემაზე დისკუსიის დროს დაიბადა ეს იდეა, რომელიც ძალიან კარგია. გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი, 360-გრადუსიანი ხედის ლოკაცია, რომელიც იქნება მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა, გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი. განაშენიანების გეგმის დეტალური განხილვის შემდეგ...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი