iMtavroba

iBusiness

სამცხე-ჯავახეთის მხარე / ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

    სოფელ გიორგიწმინდაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ გიორგიწმინდაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასველელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ამ ეტაპზე, გზაზე ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 1,35 კმ. სიგრძის გზაზე მოეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 379 999 ლარით ფინანსდება.

    შატილში, საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია, მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდული აქვს

შატილში, საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია, მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდული აქვს

მიმდინარე წლის 6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული: ჭართლის, გუდამაყრის, ბარისახოს, ფასანაურის, ქვეშეთის, შატილისა და მაღაროსკარის. რა მდგომარეობაა დღესდღეობით შატილში,- ამასთან დაკავშირებით "აიპრესი" ერთ-ერთ მაცხოვრებელს, მაყვალა დაიაურს ესაუბრა. "ამ წუთშიც არ გვაქვს შუქი და ის მდინარეც, რომელზეც არის ჩვენი მიკროჰესი შეერთებული, მე არ გადავსულვარ იქით, მაგრამ როგორც ამბობენ იშლამება და ითიშება. და ჩვენი ჰესი არის ავარიული და მისახედი. რაც შეეხება სამანქანო გზას, მაყვალა დაიაური...

    სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

1 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რომელშიც 13 ადგილობრივი დასაქმდა, 60 აღსაზრდელის მიღება შეეძლება. საბავშვო ბაღი აქ ბოლო 30 წელია არ ფუნქციონირებდა. შენობის სრულ რეაბილიტაციას 165 476 ლარი მოხმარდა. იგი სამ სოფელს ფერსას, გიორგიწმინდასა და მუგარეთს მოემსახურება.

    სოფელ ჭოპორტში დასუფთავების აქცია გაიმართა

სოფელ ჭოპორტში დასუფთავების აქცია გაიმართა

12 აპრილს, სოფელ ჭოპორტში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ი სამსახურისა და ჭოპორტის თემის ადგილობრივი ხელმძღვანელობის თაოსნობით, ჭოპორტის სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით დასუფთავების ღონისძიება გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  აქციის მონაწილეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს 3 კილომეტრიანი ზონა...

    სამცხე ჯავახეთმა ტურიზმის განვითარების პირველ რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლა

სამცხე ჯავახეთმა ტურიზმის განვითარების პირველ რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლა

სამცხე ჯავახეთმა ტურიზმის განვითარების პირველ რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლა. ღონისძიება ბორჯომში გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ღონისძიება მიზნად ისახავდა რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და პრიორიტეტების გამოკვეთას და სამომავლო გეგმებზე მსჯელობას. პროექტის ორგანიზატორების თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების გამოვლენა ხელს შეუწყობს მხარის პოპულარიზაციასა და მის უკეთ წარმოჩენას. მათივე განმარტებით, USAID-ის პროექტმა Zrda...

    სოფელ ქვემო სხვილისში გზის მშენებლობა განახლდა

სოფელ ქვემო სხვილისში გზის მშენებლობა განახლდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახლდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის სოფელ ქვემო სხვილისის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე (740მ.) ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯედიტან 180 665 ლარით ფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. 

    სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კულტურის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კულტურის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 2018 წელს რეგიონის კულტურის პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ კულტურის სამინისტროსა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის პირველი სამუშაო Skype-კონფერენცია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  კონფერენცია კულტურის მინისტრის მოადგილეს ლევან ხარატიშვილს მიჰყავდა, შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეები და...

    გახარია პრემიერის ინიციატივაზე: გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი, 360 გრადუსიანი ხედის ლოკაცია

გახარია პრემიერის ინიციატივაზე: გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი, 360 გრადუსიანი ხედის ლოკაცია

"სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს თანხას ტურიზმის განვითარებაში. დღეს ჩვენ მთავრობაზე გავიტანეთ საკითხი დეტალური განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე, რაზეც მთავრობისგან ნებართვა მივიღეთ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. " ამ თემაზე დისკუსიის დროს დაიბადა ეს იდეა, რომელიც ძალიან კარგია. გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი, 360-გრადუსიანი ხედის ლოკაცია, რომელიც იქნება მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა, გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი. განაშენიანების გეგმის დეტალური განხილვის შემდეგ...

    24, 25 და 26 თებერვალს დაბა ბაკურიანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

24, 25 და 26 თებერვალს დაბა ბაკურიანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

24, 25 და 26 თებერვალს 11:00-დან 14:00-მდე და 16:00-დან 19:00 საათამდე დაბა ბაკურიანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული ყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  "წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია კლიმატური პირობების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო."- აღნიშNულია გავრცელებულ ინფრომაციაში.

    4 საუკუნის შემდეგ ჯავახეთში რთველი 2017 წელს პირველად ჩატარდება

4 საუკუნის შემდეგ ჯავახეთში რთველი 2017 წელს პირველად ჩატარდება

უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენება წარმატებით მიმდინარეობს. შპს "ვარძიის ტერასებმა" უკვე აღადგინა 12 ჰა მესხური ტერასები,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. "აღდგენილი ტერასების 5 ჰა-ზე 2016 წელს გაშენდა 14 000 ვაზის ნერგი, 17 სხვადასხვა მესხური ჯიში. 2017 წელს იგეგმება დამატებით 8000 ცალი ვაზის ნერგის გაშენება. კომპანიას დაგეგმილი აქვს 12 ჰა ფართობის სრულად ათვისება 2018 წლის ბოლომდე. რთველი 2017 წელს იგეგმება, რაც ბოლო 4 საუკუნის განმავლობაში მესხეთში პირველი შემთხვევაა. 2017 წელს ასევე იგეგმება მესხური სახლის (ოდის) მშენებლობა, ღვინის...

    Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცეპრეზიდენტი: გუდაური ძალიან განვითარებული კურორტია

Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცეპრეზიდენტი: გუდაური ძალიან განვითარებული კურორტია

"საქართველოში ნამდვილად კარგი პირობებია ტურიზმის განვითარებისათვის, გუდაური ძალიან კარგად განვითარებული კურორტია, შესანიშნავი გარემოთი და ჩვენ ვგეგმავთ, აქ საქმიანობა არამარტო ზამთრის სეზონისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში გავააქტიუროთ", - ამის შესახებ Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცეპრეზიდენტმა დევიდ ჯენკინსმა განაცხადა, რომელმაც გუდაურში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს - Radisson Blu Gudauri-ს სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერა. Carlson Rezidor Hotel Group და კომპანია "რედ-კო" Radisson Blu Gudauri-ს გახსნას 2018 წელს გეგმავენ. "მოხარული ვარ გუდაურში ყოფნით. "რადისონი" გუდაურს დიდი ხნის განმავლობაში...

    ბავშვთა ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ახალციხეში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბავშვთა ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ახალციხეში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ბავშვთა ძალადობის შემთხვევების რეფერირების პროცედურები და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმები“ - აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, "world vison საქართველო“-მ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო შეხვედრა გამართა,- ამის შესახებ ინფორმციას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. თემასთან დაკავშირებით შიდა რეგულაციის/ინსტრუქციის განხილვა მოხდა. დისკუსიაში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის და...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი