- Advertisement -

ინფიცირებული ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან თბილისში, ინფექციურ საავდმყოფოში გადაიყვანეს

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, რეფერირების მიზეზი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

“დამატებითი კვლევებია საჭირო. პაციენტი მისი ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, მკურნალობასა და კვლევებში დამატებითი ჩარევაა საჭირო, რაც თბილისის ინფექციურისთვის გაცილებით იოლად მოგვარებადია“, – ამბობენ რუხის კლინიკაში.

ცნობისთვის, კოვიდ19-ით ინფიცირებული ასაკოვანი ქალი ტრაილერის მღოლის კლასტერს მიეკუთვნება, რომელსაც ვირუსი გასულ კვირაში დაუდგინდა.

Comments
Loading...