- Advertisement -

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოზურგეთის სკვერისა და ბახმაროს პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.

ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის და ქალაქ ოზურგეთში სამკუთხა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3821 http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3820
პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკისა და ოზურგეთის სკვერში მოეწყობა ბილიკები, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები. გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ბახმაროს პარკისა და ოზურგეთის სამკუთხა სკვერის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი წლის ბოლომდე გეგმავს ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობის, მესტიაში ლაღამის უბნის, თელავის, ველისციხის, ბაკურიანის და აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი ტენდერების გამოცხადებას.

Comments
Loading...